"მთე­ლი სო­ფე­ლი ფეხ­ზე დგას. ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც იყო. ორი­ვეს ცოლ-შვი­ლი ჰყავს" - კვირის პალიტრა

"მთე­ლი სო­ფე­ლი ფეხ­ზე დგას. ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც იყო. ორი­ვეს ცოლ-შვი­ლი ჰყავს"

სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს.

"კურიერის" ცნობით, მოსახლეობა სამართალდამცველთა მხრიდან უმკაცრეს რეაგირებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

არსებული ინფორმაციით, სახლს პოლიცია უკვე მეორე დღეა იცავს, თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილბრივებმა საცხოვრებელს ცეცხლი მაინც მოუკიდეს.

ცნობისთვის, მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს. მოზარდის მეზობლების თქმით, დაკავებულები და ძალადობის მსხვერპლი გოგონა მეზობლები არიან.

მათივე ნაამბობის მიხედვით, მამა-შვილი ბავშვს მოკვლის მუქარით აიძულებდა, ფაქტი საიდუმლოდ შეენახა.

როგორც მეზობელი AMBEBI.GE-ს უყვება, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა და სექსუალური ძალადობის შესახებ დეტალურად მოყვა.

"მთელი სოფელი ფეხზე დგას. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მამა-შვილი წაიყვანა, მეზობლებმა მათი ოჯახის წევრები აიძულეს იქაურობა დაეტოვებინათ. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. 35 წლამდეა შვილი და დაახლოებით 60 წლამდე მამა. ორივეს ცოლ-შვილი ჰყავს, მათ ოჯახშიც იზრდებოდნენ ბავშვები. კარგი რეპუტაციის ოჯახი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ასეთ რამეს ვერავინ წარმოვიდგენდით", - უყვება AMBEBI.GE-ს მარტვილის მკვიდრი.

შსს- ში მომხდარს ადასტურებენ. როგორ უწყებაში ამბები.გე -ს განუცხადეს, სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.