"თუ რამე გამიფუჭდებოდა მიკეთებდი, თუ - არა, ბაბუასთან მიგქონდა და..." - რას იხსენებს გმირულად გარდაცვლილ ახალგაზრდაზე მისი ბავშვობის მეგობარი - კვირის პალიტრა

"თუ რამე გამიფუჭდებოდა მიკეთებდი, თუ - არა, ბაბუასთან მიგქონდა და..." - რას იხსენებს გმირულად გარდაცვლილ ახალგაზრდაზე მისი ბავშვობის მეგობარი

თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში დამხრჩვალი 36 წლის შოთა ქარსელაძე დღეს დაკრძალეს. გმირულად გარდცვლილ ახალგაზრდას საბოოლოოდ გამოემშვიდობა ოჯახი, გამოემშვიდობნენ ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები თუ უცნობები. შოთას  გმირობის ამბავი მთელმა საქართველომ შეიტყო. მან მდინარეში ჩავრდნილი 14 წლის მოზარდის სიცოცხლე იხსნა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. ამ დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში არაერთი ისტორია მოიგონეს  შოთას საქმებზე, იმაზე თუ როგორი კეთილი, ჰუმანური და სათნო ადამიანი იყო. შოთასთან ერთად გატრებულ ბავშვობის წლებს იხსენებს მისი მეგობარი და ახლობელი მანუჩარ ქარსელაძე:

"ოხ, შოთი, რა მძიმე იყო ის ერთი მუჭა მიწა, რომელსაც დღეს ხელი მოვკიდე... თუ შემეკითხებიან, გვარში დიდი ადამიანი თუ გყავთო თამამად შემიძლია ვთქვა შოთა ქარსელაძე, ადამიანი, რომელმაც ორი სიცოცხლე გადაარჩინა იმ დროს, როცა ცურვა არ იცოდა და შეგნებულად დადო ორივე შემთხვაში საკუთარი სიცოცხლე სასწორზე სხვის გადასარჩენად. იმ გმირების გვერდით ხარ,  რომლებიც ქვეყნისთვის და ხალხის გადარჩენისთვის თავს სწირავენ. მთელი ჩვენი ბავშვობა გავიხსენე შენს გარეშე, კლავდიას თხილებზე, ვაშლებზე სიარული, ნაკვერცხალზე შემწვარი სიმინდი...განა გვიშლიდნენ სახლში, მაგრამ მოპარული გვეგემრიელებოდა რატომღაც. ფეხბურთის თამაშისას სულ ერთ გუნდში გვინდოდა ხოლმე ყოფნა, თუ რამე გამიფუჭდებოდა მიკეთებდი, თუ - არა, ბაბუასთან მიგქონდა და აუცილებლად გაკეთებულს მიბრუნებდი. ცხენჯოხებზე ჯირითობისას ყველაზე "ნავაროჩენი'' ცხენი შენ გყავდა და "მხედრობის'' ლიდერიც შენი იყავი ხოლმე, რამდენი რამ მინდა დავწერო კიდევ, მაგრამ ძნელია მარტო გახსენება, მშვიდად განისვენე.

"ვინც თუნდაც ერთი ადამიანი გადაარჩინა მან გადაარჩინა მთელი სამყარო "- წერს მანუჩარ ქარსელაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

წყარო