"მთხოვა, ჯერ არ თქვა, რომ ასეთი ნაცემი ვარ, შვილები ინერვიულებენო" - რას იხსენებს ჟურნალისტი, რომელიც ოპერატორზე ძალადობის ფაქტს შეესწრო - კვირის პალიტრა

"მთხოვა, ჯერ არ თქვა, რომ ასეთი ნაცემი ვარ, შვილები ინერვიულებენო" - რას იხსენებს ჟურნალისტი, რომელიც ოპერატორზე ძალადობის ფაქტს შეესწრო

"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისში, ტელეკომპანია "ტვ 1"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ, მის ცემის ფაქტს არაერთი კოლეგა იხსენებს, მათ შორის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელიც ოპერატორზე ძალადობის ფაქტს შეესჭრო:

"ღმერთის სახელით რომ იძალადეს 5 ივლისს, აი ეს არის შედეგი! ლექსო გარდაიცვალა ... სადარბაზოში რომ შეგვხვდნენ მოძალადეები, კამერის დაწევა ვერ მოასწრო, ისე ურტყეს თავში და ყველგან. მეორე ფოტო მე გადავუღე სარდაფში რომ ჩავედით. მთხოვა, ჯერ არ თქვა, რომ ასეთი ნაცემი ვარ, შვილები ინერვიულებენო. ორი ბავშვი მამის გარეშე დარჩა მოძალადეების გამო.

ახლა რა იქნება? უბრალოდ მიუსამძიმრებთ? ხვალ ისევ გამოიყვანთ ღმერთის სახელით მოძალადეებს ქუჩაში და ისევ ჩაქოლავენ ვინმეს. ასეთ ქვეყანაში საერთოდ რა აზრის აქვს რამეს" - წერს ლიკა ალელიშვილი სოციალურ ქსელში. (წყარო)

ინფორმაციისთვის, "ტვ პირველის“ გადაწყვეტილებით, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ალტერნატიულ ექპსერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.

ტელეკომპანიის ინფორაციით, საგამოძიებო მოქმედებებს სამხარაულის ბიუროში დაესწრება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც", რომელიც სასამართლოში არხის ინტერესებს იცავს.