"ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ემოციები და შევხედოთ, შსს-ს კადრებით რა გახდა ცნობილი" - რას წერს უჩა ნანუაშვილი სოცქსელში - კვირის პალიტრა

"ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ემოციები და შევხედოთ, შსს-ს კადრებით რა გახდა ცნობილი" - რას წერს უჩა ნანუაშვილი სოცქსელში

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას და უწყების მიერ გავრცელებულ კადრებსა და ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებილ მოვლენებს ეხმაურება:

"ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ემოციები და შევხედოთ, შსს-ს კადრებით რა გახდა ცნობილი: - სახელმწიფო უთვალთვალებს მოქალაქეებს;

- თუ სურვილი აქვთ, ერთ დღეში შეუძლიათ ყველა მასალა შეაგროვონ ვინმეს დისკრედიტაციისთვის;

- თუ სურვილი აქვთ გამოიძიებენ საქმეს და ასობით მოძალადეს დააკავებენ 53 ჟურნალისტის ცემისთვის; უბრალოდ არაა ამის სურვილი;

- თუ სურვილი აქვთ ბაჩალიაშვილის ლოკაციასაც დაადგენდნენ და არ 'ეძებდნენ' 3 დღე, აფგან მუხთარლი რამდენიმე კამერაზე მაინც დაფიქსირდებოდა ასობით კილომეტრის გავლისას;

- იციან სად იყიდება ნარკოტიკები;

- ნარკომოვაჭრეებს არ აკავებენ, მათ სახლთან კამერებს აყენებენ;

- ანუ სახელმწიფო მფარველობს ნარკოდილერებს და მოჩვენებით სპეცოპერაციებს ატარებს გარკვეულ უბნებში რამის გადასაფარად პერიოდულად;

- ნარკოტიკების გასაღებაზე გამოძიება არ იწყება, მხოლოდ ფილმები მზადდება, ისიც უხარისხო;

- კერძო პირების თუ ე.წ. სააგენტოების მეშვეობით ავრცელებს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც მხოლოდ სახელწიფოსთვისაა ცნობილი და მისი გამჟღავნება კანონის დარღვევაა და დასჯადია, და ეს გავრცელება არა დანაშაულის გამოძიებას, არამედ პირის დისკრედიტაციას ემსახურება;

- მსგავსი ინფორმაცია აქვთ სავარაუდოდ ბევრ ადამიანზე და საჭირო დროს ვრცელდება, არაერთი მსგავსი ფაქტი გვახსოვს წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს;

- ამ ყველაფერში იხარჯება გადასახადის გადამხდელის რესურსი, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს კრიმინალს, დაიცვას მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შავ პიარში მიდის უზარმაზარი რესურსი;

- ამ ყველაფრის გაკეთება მაღალი თანამდებობის პირების გარეშე შეუძლებელია და ეს არაა რომელიმე პოლიციელის თვითშემოქმედება;

- ეს სისტემა წლებია არსებობს, და იგივე ხდება ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საბჭოთა მილიცია და კგბ-ს სკოლა ისევ მუშაობს; იგივე ხალხი ემსახურებოდა სისტემას და განაგრძობს ასე მუშაობას.

რატომ არ ხდება ლუსტრაციის პროცესის დაწყება და საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა წარსულის გადაფასება, და ვერ გამოვდივართ ჩაკეტილი წრიდან, ალბათ ესეც ნათელია მგონი", - წერს უჩა ნანუაშვილი "ფეისბუკში".

იხილეთ ასევე: "ჯერ იყო - სვანური გარჩევის შედეგად შემოაკვდათ; მერე - ჯიხურის თავზე დენმა დაარტყა; დღეს - ზედოზირება. არ იჯერებს საზოგადოება ამ ზღაპრებს"