"ოპერაცია დაახლოებით 6 საათი გაგრძელდა, წარმატებით ჩაიარა" - როგორია მსახიობ ლაშა გაბუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"ოპერაცია დაახლოებით 6 საათი გაგრძელდა, წარმატებით ჩაიარა" - როგორია მსახიობ ლაშა გაბუნიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

რამდენიმე კვირის წინ, მსახიობს ლაშა გაბუნიას ჯანმღთელობის გაუარესების შესახებ, ინფორმაცია  საზღვარგარეთ მკურნალობის სერვისმა გაავრცელა.

მათი ცნობით, გაბუნია რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოჰყვა, რამაც მისი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია.

"ყველასთვის საყვარელ მსახიობს, რომელიც მუდმივად ჩვენს განწყობაზე ზრუნავს დღეს ჩვენი დახმარება სჭირდება" -რამდენიმე წლის წინ საბედისწერო დღე დადგა ლაშა გაბუნიასთვის, ავარიის შედეგად ლაშამ ხერხემალი დაიზიანა, იმ მომენტში თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ დაავადებამ წლების შემდეგ იჩინა თავი... ლაშას ხერხემალზე რამდენიმე თიაქარი ჰქონდა, რომელიც ძლიერ ტკივილებს იწვევდა...

პირველ რიგში კისრის მალის ოპერაცია ჩატარდა საქართველოში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა თუმცა აუცილებელი გახდა მე-4 და მე-5 მალაზე ქირურგიული ჩარევა... კომპანია მედიცენტრის დახმარებით ლაშა მოხვდა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში სადაც პროფესიონალი ექიმების ჩარევით გაუკეთდა ოპერაცია... მიუხედავად ექიმების დიდი მონდომებისა და მცდელობისა, დღეს ქირურგიული ჩარევა საჭიროა მე 7და მე 8 მალაზეც...ამწუხაროდ, პრობლემას თავი ვერ ავარიდეთ და საბოლოო გამოჯანმრთელებამდე სულ ცოტა დაგვრჩა... გამარჯვება დღეს ლაშასთვის 25 000 ღირს ( ოპერაცია და რეაბილიტაცია) დღეს ლაშას ყველაზე მეტად ვჭირდებით, ყველა ნაცნობი და უცხო ადამიანი უნდა გავერთიანდეთ და ლაშას გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ... თქვენი იმედი გვაქვს..." - წერია ინფორმაციაში. "კომედი შოუს" მსახიობს, ლაშა გაბუნიას, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი მეგობრები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ტექსტს, სადაც ვკითხულობთ, რომ მამაკაცი სასწრაფოდ ძვირადღირებულ ოპერაციას საჭიროებს.

დღეს, საზღვარგარეთ მკურნალობის სერვისმა გაავრცელა ასევე ინფორაცია იმის შესახებ, რომ ლაშას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა:

"ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, იქემი კმაყოფილია. ოპერცია დაახლოებით 6 საათი გაგრძელდა".

წყარო