"გადამღებ ჯგუფს მოყვა ჩემთან სახლში, თავი დამამახსოვრა თავმდაბლობით" - ნინო სურგულაძემ ოპერატორის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა - კვირის პალიტრა

"გადამღებ ჯგუფს მოყვა ჩემთან სახლში, თავი დამამახსოვრა თავმდაბლობით" - ნინო სურგულაძემ ოპერატორის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა

"TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს. 36 წლის ოპერატორი თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე მამის გვერდით დაასაფლავეს.

კოლეგა ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა კამერების დერეფნითა და ტაშით გააცილეს.

ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მას რამდენიმე დღით ადრე, 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა სცემეს და სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ოპარაციების ჩატარების შემდეგ ის სახლში გამოწერეს, რამდენიმე დღეში კი დედამ გარდაცვლილი იპოვა.

ოპერატორთან ურთიერთობა საზოგადოებისთვის ცნობილმა თუ უცნობმა არაერთმა ადამინმა გაიხსენა მათ შორის მეცოსოპრანო ნინო სურგულაძემ:

"ლექსო ლაშქარავა ერთხელ გადამღებ ჯგუფს მოყვა ჩემთან სახლში, ასევე სხვა გადაღებებზეც ფონდთან დაკავშირებით შევხვედრილვართ…თავი დამამახსოვრა თავისი გამორჩეული პროფესიონალიზმით, თავმდაბლობით და კეთილგანწყობით. გული ჩამწყდა მისი გარდაცვალებით…ნათელში იყოს მისი უკვდავი სული. ეს სიმღერა ლექსო ლაშქრავას ხსოვნას მინდა მივუძღვნა…"- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

წყარო