"მინდა, ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო" - კვირის პალიტრა

"მინდა, ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო"

"ვადასტურებ, რომ შეფერხებები კვლავ არის რეგისტრაციის პროცესში და მინდა, საზოგადოებას გულწრფელად მოვუხადო ბოდიში. ამის მიზეზი სხვადასხვა დროს, კიბერ თავდასხმები იყო, ამჯერად კი დაფიქსირებული ხარვეზი მაღალი მომართვიანობითაა გამოწვეული. ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდის შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც მოქალაქეებს 15:00 საათიდან "ფაიზერზე" რეგისტრაცია უნდა დაეწყოთ.

იხილეთ ვიდეო: