"ჩაშკა"რომ იყო წამლების გადამყიდველი, ეგ რომ ყოფილიყო ახლა ჯანდაცვის მინისტრი, მთელი საქართველო აცრილი იქნებოდა" - კვირის პალიტრა

"ჩაშკა"რომ იყო წამლების გადამყიდველი, ეგ რომ ყოფილიყო ახლა ჯანდაცვის მინისტრი, მთელი საქართველო აცრილი იქნებოდა"

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეებს 15:00 საათიდან "ფაიზერზე“ რეგისტრაცია უნდა დაეწყოთ, შეფერხებით მუშაობს. შესაბამისად, აცრის მსურველები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. საქართველოში "ფაიზერის" 28 ათასი დოზა დღეს შემოვიდა. აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია. ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დამატებითი IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შექმნილი შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის.

აღნიშნულ შეფარხებაზე ძალიან ბევრი ადამიანი წუხს. სოციალური ქსელში უმრავი პოსტი იწერება, ზოგიც ხუმრობანარევი და ზოგიც კრიტიკული. მაგ. პოლიტიკოსმა ირაკლი ოქრუაშვილმა  წამლების გამყიდველი "ჩაშკაც" გიახსენა:

"ვისაც გახსოვთ, სინაგოგასთან კომუნისტების დროს "ჩაშკა" რომ იყო წამლების გადამყიდველი, ეგ რომ ყოფილიყო ახლა ჯანდაცვის მინისტრი, მთელი საქართველო აცრილი იქნებოდა" - წერს პოლიტიკოსი. (წყარო)

"ჩაშკა" გახსოვთ?.. - ინტერვიუ არქივიდან