ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - კვირის პალიტრა

ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

რამდენიმე წუთის წინ მან ერგნეთში ე.წ. საზღვარი გადმოკვეთა. მას ადგილზე დახვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ერგნეთში იყმოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

„კარგად ვარ არ ველოდებოდი ნამდვილად, რომ ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდით დგომით ყველაფერი კარგად დამთავრდა“, - განაცხადა გახელაძემ.

"ინტერპრესნიუსი"