ზაზა გახელაძე:"როგორც კი გავიგე, რომ ამ ამბავში პატრიარქი ჩაერთო, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი გამოვიდოდა" - კვირის პალიტრა

ზაზა გახელაძე:"როგორც კი გავიგე, რომ ამ ამბავში პატრიარქი ჩაერთო, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი გამოვიდოდა"

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე საკუთარ სახლში იმყოფება.

მას სოფელ ქვემო ჭალაში ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები დახვდნენ.

"უფლის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით, მთავრობის დახმარებით კარგად ვარ. ხომ ხედავთ როგორ ემოციებში ვარ? ყველა ერთნაირი მეჩვენება დღეს. როგორც კი გავიგე, რომ ამ ამბავში პატრიარქი ჩაერთო, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი გამოვიდოდა ძალიან მალე. ქრისტიანი კაცი ვარ და მწამდა ამის. [ციხეში] ნორმალურად, კარგად ვიყავი. გავიარე რეაბილიტაცია და კარგად ვარ, დავდივარ, ღმერთის წყალობით. ამ ხალხს, ყველას მადლობას ვეტყვი ჩემი ოჯახის გვერდით დგომისთვის", - განაცხადა გახელაძემ.

"ინტერპრესნიუსი"