ხელვაჩაურში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებისას სახლის მეპატრონემ ბენზინი გადაისხა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა - კვირის პალიტრა

ხელვაჩაურში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებისას სახლის მეპატრონემ ბენზინი გადაისხა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა

ხელვაჩაურში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებისას სახლის მეპატრონემ ბენზინი გადაისხა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა.

ოჯახი გამოსახლების წინააღმდეგია, აცხადებენ რომ იქ ათწლეულებია ცხოვრობენ. დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

ოჯახს აღსრულების ბიუროს თანამშრომლები ასახლებენ.

"232 ათასი ლარი კომპენსაცია და ბინის ქირის 1 წლით უზრუნვეყოფა გადაეცათ. ეს სახლი მათ რეგისტრაციაში არ იყო, თუმცა კომპენსაცია მაინც აუნაზღაურდათ. ისინი უკანონოდ ცხოვრობდნენ და ახლა ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას უშლიდნენ ხელს. გამოსახლების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო“,- აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

"ინტერპრესნიუსი"