"ყვე­ლა ჩემს ყვი­რილ­ზე გა­მო­ვი­და. გას­რო­ლი­ლი ტყვია მან­ქა­ნა­საც მოხ­ვდა" - ვინ არის გლდანში მოკლული ახალგაზრდა და რა გახდა მკვლელობის მოტივი? - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა ჩემს ყვი­რილ­ზე გა­მო­ვი­და. გას­რო­ლი­ლი ტყვია მან­ქა­ნა­საც მოხ­ვდა" - ვინ არის გლდანში მოკლული ახალგაზრდა და რა გახდა მკვლელობის მოტივი?

მკვლელობა მოხდა გლდანში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ცოლის ძმამ მოკლა.

ადგილობრივების თქმით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.

"მაღაზიაში ვიყავი, სროლის ხმა რომ გავიგე. მეგონა, ბავშვები აღნიშნავდნენ რამეს, გამოვედი მაღაზიიდან და მანქანასთან დავინახე მამაკაცი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილი იყო. 30-35 წლის იქნებოდა, ალბათ. ამ უბნელი არ არის და არც ვიცნობთ. ქუჩაში სხვა არავინ დამინახავს. ყველა ჩემს ყვირილზე გამოვიდა. კონფლიქტის ხმა არ გაგვიგია. გასროლილი ტყვია მანქანასაც მოხვდა. მგონი, გაიარა და ისე ესროლეს", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ამბები.გე-ის ინფორმაციით, მოკლული 30 წლის გეგი ნიგურიანია, ხოლო მკვლელობაში ბრალდებული მისი ახალშერთული ცოლის ძმა.

გვესაუბრება მესტიის მკვიდრი:

"მკვლელობაში ბრალდებული გეგი ღვაჩლიანია, მოკლული კი - გეგი ნიგურიანი. ღვაჩლიანი გარდაბანის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში გაიზარდა, თუმცა წარმოშობით უშგულელია, მას უკარგესი, წესიერებისა და პატიოსნების განსახიერება მშობლები ჰყავს, თუმცა თვითონ აერია ცხოვრება. ღვაჩლიანი ციხიდან ახალი გამოსული იყო, როგორც ამბობენ, მას პათოლოგიური სიმთვრალე აქვს. ნიგურიანს ღვაჩლიანის და უყვარდა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ძმა ეუბნებოდა, თურმე, ერთხელ არ გაგიმართლა და მეტი ნუღარ გათხოვდებიო. როგორც შევიტყვეთ, გეგის ერთი დღის მოყვანილი ჰყოლია გოგო ცოლად, ანუ მკვლელობის წინა დღეს მოიყვანა. არ ვიცით, რით მოკლა და ზუსტად რა მოხდა, მკვლელობა თბილისში მოხდა. გეგი ნიგურიანი ახალი ჩამოსული იყო უკრაინიდან, ბოლო ხანს აქ არც იყო, ძალიან კარგი ბიჭი იყო, უპრობლემო, წესიერი. მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მისი და უყვარდა...".

დავუკავშირდით შსს-საც, სადაც გვითხრეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. გთავაზობთ შსს-ს განცხადებას უცვლელად... განაგრძეთ კითხვა