"ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და საზაფხულო ბანაკებზე უარის თქმა მოგვიწევს" - რას აცხადებს თამარ გაბუნია? - კვირის პალიტრა

"ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და საზაფხულო ბანაკებზე უარის თქმა მოგვიწევს" - რას აცხადებს თამარ გაბუნია?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის მოსალოდნელი "მეოთხე ტალღის“ ფონზე, გარკვეული ტიპის შეზღუდვები დაწესდეს.

როგორც გაბუნიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მათ შორის "უარის თქმა მოგვიწევს“ საზაფხულო ბანაკებზე, ისე როგორც თავი უნდა შევიკავოთ "არააუცილებელი გასართობი ღონისძიებებისგან".

"ვიდრე ახალ შეზღუდვებზე ვისაუბრებთ, ის, რაც დღეს დარჩა ძალაში, ეს უნდა აღსრულდეს. აქ არის ინდივიდუალურ დონეზე პირბადის გამოყენება და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ჩვენამდე, დიდ დაბადების დღესა და დიდ ქორწილზე, კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან საშიშია.

მაგალითად ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ ბავშვების საზაფხულო ბანაკებზე, ბოლო პერიოდში ბავშვებში გაიზარდა მაჩვენებელი, ეს სარისკოა, უარის თქმა მოგვიწევს. ჯერ ვსაუბრობთ, რომ არააუცილებელი გასართობი ღონისძიებებისგან თავი შევიკავოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ინდივიდუალური კონტროლი, თუ მოსახლეობამაც არ შეგვიწყო ხელი ძალიან გაგვიჭირდება“, - აღნიშნავს გაბუნია.

"ინტერპრესნიუსი"