"აგვიტოს მეორე ნახევრიდან იქნება "დელტა" შტამის ინფიცირების შემთხვევები გაზრდილი, რომ არ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა, მე-4 ტალღა გადაიდებოდა" - კვირის პალიტრა

"აგვიტოს მეორე ნახევრიდან იქნება "დელტა" შტამის ინფიცირების შემთხვევები გაზრდილი, რომ არ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა, მე-4 ტალღა გადაიდებოდა"

"ჩვენთან აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვიტოს მეორე ნახევრიდან იქნება დელტა შტამის ინფიცირების შემთხვევები გაზრდილი, ამას ვერ შევაკავებთ" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამრელიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განახცადა.

"მე ჩემს რეკომენდაციებს ვაჟღერებ საკორდინაციო საბჭოზე და ეს გახლავთ სხვადასხვა მსჯელობა სხვდასხვა უწყებებს შორის და წესი შემდგომ მიიღება კონსესუსით. მე რასაც ვემხრობი იქ ჟღერდება და არა ღია ეთერში. ვერ გეტყვით, რომ მე-4 ტალღა იწყება, ეპიდსიტუაცია უარესდება. თუ ჩვე ვერ შევაკავეთ ინფიცირების ზრდა, მოსალოდნელია რომ დაიწყოს მე-4 ტალღა. რომ არ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა, მე-4 ტალღა გადაიდებოდა. შემსუბუქება, რომ არ ყოფილიყო ქვეყანაში, დღეს ინფიცირებულთა რიცხვი 1300 -1400 ფარგლებში შეიძლება არ ყოფილიყო.

ჩვენთან აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვიტოს მეორე ნახევრიდან იქნება "დელტა" შტამის ინფიცირების შემთხვევები გაზრდილი, ამას ვერ შევაკავებთ. უნდა დავიცვათ ის პრევენციული ღონისძიებები და რეკომენდაციები რასაც ვაჟღერებთ, თუ არ გვინდა რომ შევიდეთ ფართომასშტაბიან მე-4 ტალღაში. საქართველოში მომავალი კვირიდან შედის ბრძანებაში ცვლილება, რომ 16 - წლის ასაკიდან დავიწყებთ ჩვენც ვაქცინაციას "ფაიზერით". ამ ეტაპზე, "ლოკდაუნზე" მსჯელობა არ მიდის. ამ ეტაპზე, მსჯელობა მიდის მხოლოდ გამკაცრებაზე  იმ რეგულაციების,რაც არსებობს,  ყველგან, დახურულ და ღია სივრცეებში, სადაც 5 მეტი ადამიანი ვიკრიბებით პირბადე აუცილებელია" დისტანციის დაცვა, სანიტარიზაცია, დიდი თავყრილობები, ეს არის ჩვენი ყველაზე სუსუტი ადგილი, მიუხედავა მოწოდებების მაინც გვაქვს თავყრილობები"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.