"ბატონ მენაბდეს მამამისი უშლიდა ლაპარაკს, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა... ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს სარალიძემ სამართალი იპოვა " - კვირის პალიტრა

"ბატონ მენაბდეს მამამისი უშლიდა ლაპარაკს, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა... ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს სარალიძემ სამართალი იპოვა "

"ბატონ მენაბდეს მამამისი უშლიდა ლაპარაკს, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მენაბდეს მასთან საუბარი უნდოდა, თუმცა ეს გადააფიქრებინეს.

"როცა აქციებს ვმართავდი, ერთი პიროვნება მოვიდა ჩემთან და მითხრა, თითქოს, ბატონ გიორგი მენაბდეს უნდოდა ჩემთან საუბარი. რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე, გადავწყვიტე რომ შსს-თვის მეცნობებინა, რომ გიორგის ჩემთან შეხვედრა უნდოდა, მაგრამ რამდენიმე დღეში გადაიფიქრა. მითხრეს, რომ გიორგის აღარ უნდოდა შეხვედრა, რომ მისი ოჯახის დაქცევა მინდოდა. მამაჩემმა მითხრა, რომ ყველაფერს თავზე დამამხობენ, გამაგდებენო, უთქვამს მენაბდეს.

მის მერე ვეღარც გავარკვიე გიორგის ჩემთან შეხვედრა უნდოდა თუ არა, არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმე ციხეში იჯდეს, სამუდამოდ იქ გამოკეტონ. ეს პროცესები რაც მოხდა, ამ ბიჭების დაკავება, ყველაფერი მათ სასიკეთოდ მოხდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეს გაგრძელება და სისხლისღვრა მოყვებოდა. სიმართლე რომ ითქვას, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, წლებს მიუსჯიან თუ არა...

სავარაუდოდ, დაჩი ღლონტმა დაჭრა გიორგი მენაბდე. მენაბდე ისეთ კარგ ადგილას იდგა, იცის რა მოხდა", - აცხადებს სარალიძე.

მისივე განმარტებით, საქმე დაკავებულების მსჯავრდებით არ დასრულებულა.

"მენაბდის გასამართლებით არ დამთავრებულა ეს საქმე და ეს საქმე გრძელდება. სამოხელეო ნაწილში გამოძიება დაწყებულია და ბოლომდე მისაყვანია, ეს ნიშნავს, რომ გიორგი მენაბდის დაკავებით ეს საქმე დასრულდა. ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს სარალიძემ სამართალი იპოვა. სარალიძე სამართალს ვერასდროს იპოვის. ეს სამართალი მხოლოდ კანონს სჭირდება და იმას, რომ ამ ყველაფერს კიდევ სისხლისღვრა არ მოყვეს",- განაცხადა სარალიძემ.

პროცესზე იმყოფებოდა გიორგი მენაბდის მამა, სასულიერო პირი შიოც, რომელსაც სარალიძის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

"ინტერპრესნიუსი"