ციციშვილის სახელობის კლინიკაში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში 25 დღის ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, ჩვილს კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო და მას ფილტვებში მაღალი ხარისხის დაზიანება ჰქონდა.

"მას თანხმლები დაავადებები ჰქონდა. ახალშობილებში ისედაც მძიმედ მიმდინარეობს კორონავირუსი. მას ფილტვებში ჰქონდა მაღალი ხარისხის დაზიანება. ოჯახში კონტაქტით გადაედო, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ",- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

"ინტერპრესნიუსი"