საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი მართვით სუნთქვაზეა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კლინიკაში - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი მართვით სუნთქვაზეა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კლინიკაში - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი, რომელიც იოჰანესბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

"საქართველოს ნაკრების მწვრთნელი სიცოცხლისთვის იბრძვის. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება", - წერს "ქართული რაგბი" სოცქსელში.

ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ ეროვნული ნაკრების პრეს-ცენტრში, სადაც განგვიცხადეს:

"სამხრეთ აფრიკასთან თამაშის შემდგომ გუნდში გამოვლინდა რამდენიმე კოვიდშემთხვევა, მათ შორის დაინფიცირდა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომლის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, აღენიშნება ფილტვების დაზიანება, იგი გადაყვანილია ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე.

მისი მკურნალობის პროცესში ჩართულია როგორც ქართული, ისე სამხრეთ აფრიკის მხარე - საქართველოს რაგბის კავშირი და მისი სამედიცინო ჯგუფი, ადგილზე იმყოფება გუნდის ექიმი ნუცა შამათავა. განაგრძეთ კითხვა