ბათუმში კორპუსის მე-13 სართულიდან ქალი გადმოვარდა - კვირის პალიტრა

ბათუმში კორპუსის მე-13 სართულიდან ქალი გადმოვარდა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულიდან 55 წლამდე ქალი გადმოვარდა. დაშავებული კლინიკა "ბრაზელში" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მას გამოკვლევები უტარდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, 55 წლამდე ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა.

ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, შემთხვევა აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა.