"მინდა ვთქვა, რომ ბ-ნი ზურაბი ულაპარაკოდ ანგარიშგასაწევი ექსპერტია, მაგრამ... არა ხართ მართალი ბატონო ზურაბ!" - კვირის პალიტრა

"მინდა ვთქვა, რომ ბ-ნი ზურაბი ულაპარაკოდ ანგარიშგასაწევი ექსპერტია, მაგრამ... არა ხართ მართალი ბატონო ზურაბ!"

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს მიმართავს. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, არ ეთანხმება ჭიაბერაშვილს მოსაზრებაში, რომ საქართველოში პანდემია ცუდათ არის მართული.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"არა ხართ მართალი ბატონო ზურაბ! ა.წ. 8 ივლისს ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოაქვეყნა კომენტარი, სადაც ჩვენს ერთ-ერთ ინტერვიუს უწოდებს სამწუხაროს და ტრაგიკულს?! საქართველოში COVID პანდემიას აფასებს, როგორც ძალიან ცუდად მართულს და ა.შ. ბ-ნი ჭიაბერაშვილის პიროვნების გათვალისწინებით და იმის გამო, რომ შეფასებები ძალიან ტენდენციურია, საჭიროდ ჩავთვალეთ გვეპასუხა.

უპირველეს ყოვლისა მინდა დავაფიქსირო, რომ ბ-ნი ზურაბი ულაპარაკოდ კომპეტენტური და ანგარიშგასაწევი ექსპერტია. მიმაჩნია, რომ ის კარგი ჯანდაცვის მინისტრი იყო, მაგრამ "Amicus Plato, sed magis amica veritas" ("პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი"). მე მაინც მგონია, რომ მისი უკიდურესად ნეგატიური შეფასებები განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციითაა განპირობებული და მეტი არაფერი.

"ძალიან ცუდად მართული ეპიდემია": ბატონო ზურაბ! უნდა გავმიჯნოთ ზოგადად ქვეყანაში პანდემიის მართვა და კონკრეტულად COVID ავადმყოფების კლინიკური მართვა. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ზოგადად პანდემია კარგად იმართება და მზად ვარ ეს პოზიცია დავიცვა, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ მე როგორც COVID-19-ს შემთხვევების მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, უშუალოდ პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ პაციენტების ნაკადების მართვაზე და COVID ავადმყოფების მკურნალობასა და გამოსავლებზე და არა მთლიანად პანდემიის მართვაზე.

COVID პაციენტების ნაკადების მართვა რომ ქვეყანაში ძალიან კარგად ხდება, ამის უარყოფა ჩვენს ყველაზე მწვავე ოპონენტებსაც კი უჭირთ. ახალი შემთხვევების და აქტიური COVID ავადმყოფების სულ უფრო მზარდი და მაღალი რიცხვის მიუხედავად არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ეს ეხება სასწრაფო დახმარებას, ოჯახის ექიმებს, ონლაინ კლინიკებს, COVID სასტუმროებს და COVID კლინიკებს. ამის გაკეთება უჭირთ საქართველოზე უფრო განვითარებულ და უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც კი. ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია, რომ საქართველოში COVID კლინიკებს გარეთ (ბინაზე, COVID სასტუმროებში) გარდაცვლილია მხოლოდ 44 ავადმყოფი, მაშინ როდესაც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ასეთები ასეულობით და ათასობითაა.

არაფერს ვამბომ ინდოეთზე, სადაც ავადმყოფები სულ ახლახანს მასიურად კვდებოდნენ ბინებში, საავადმყოფოს ეზოებში, ქუჩებში.მიცვალებულების კრემაციას ახდენდნენ ქუჩებსა და ტყეში, ხოლო ვის კრემაციასაც ვერ აუდიოდნენ, მდინარე განგში ყრიდნენ. სამწუხაროდ, ამას ხელი არ შეუშლია, რომ ერთ-ერთ ჩვენს ოპონენტს ქ-ნ ნანა გეგეჭკორს დაეწერა, რომ საქართველოში ინდოეთზე უარესი COVID სიტუაციაა. ასე, რომ ჩვენი ოპონენტებისაგან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. გააგრძელეთ კითხვა