პარლამენტთან, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით, მედიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით, მედიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ მედიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია დაიწყო. აქცია "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სატელევიზიო კომენტარით დაიწყო, რომელიც 5 ივლისს, მასზე განხორციელებულ ძალადობას ეხებოდა. პარლამენტთან დამონტაჟებულ ეკრანზე ასევე ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებს აჩვენებენ.

ადგილზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან. ისინი ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტა.