"შავმაისურიანებს სამოსზე ჯვარი ჰქონდათ გამოსახული და თან ჟურნალისტებსა და სხვებს ურტყამდნენ. როგორ შეიძლება­ ეს მენახა და არაფერი მეთქვა"
"შავმაისურიანებს სამოსზე ჯვარი ჰქონდათ გამოსახული და თან ჟურნალისტებსა და სხვებს ურტყამდნენ. როგორ შეიძლება­ ეს მენახა და არაფერი მეთქვა"
"ჩემი სიტყვა ზოგიერთმა ისე აღიქვა, თითქოს მხარს ვუჭერდი ლგბტ საზოგადოებას და მის პროპაგანდას. როგორ შეიძლება ეპისკოპოსმა მხარი დავუჭირო ცოდვის პროპაგანდას"

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდ­ე­ლ­­მთავარი, ეპისკოპოსი საბა ინწკირველი­ 5 ივლისის მოვლენებზე­ საუბრისას ერთად­ერთ გამოსავლად ადამიანებს შორის სიმშვიდესა და მეტ სიყვარულს მიიჩნევს. საქართველოში ჩამოსული­ მეუფე­ "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- ის, რაც ბოლო დროს ხდება, ნების­მიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის­ მტკივნეულია. ჩვენში ყოველთვის იყო მტრობა და სიძულვილი, ნებისმიერი ცოდვის პროპაგანდა მძაფრად აღიქმება­ ჩვენს საზოგადოებაში,
მიუღებელია, მაგრამ სხვა საკითხია, რა ფორმით გამოვხატ­ავთ ამას.

იმ სასულიერო პირების საქციელი, ვინც ძალადობრივად გამოხატავდნენ თავიანთ განწყობას, ვერასდროს იქნება ეკლესიის პოზიცია. ქართული ეკლესია თვით მძიმე ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანს არ უყურებს ასე. ეს სახარებიდანაც ჩანს, როდესაც მრუში ქალის ჩაქოლვა სურთ, მათ მაცხოვარი ეუბნება, პირველი ქვა მან
ესროლოს, ვინც უცოდველიაო­, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მაცხოვარი­ ცოდვილს ურჩევს, წადი და ნუღარ შესცოდავო. ეკლესია ცოდვას არ ამართლებს, მაგრამ ძალადობაც მიუღებელია და მოძალადეს ეუბნე­ბა, თქვენც ცოდვილი ხართ, უფლება არა გაქვთ, სხვას ქვა ესროლოთო.

- სასულიერო პირების ნაწილმა თავიანთი რადიკალური პოზიციით დააზარალეს ეკლესია. ეს თუ არ შეჩერდა, რა შეიძლება მოხდეს?
- როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, ბევრისთვის ნაცნობ მამა თეოდორე გიგნაძესთან მივდივარ ტაძარში და შევნიშნე, რომ ტაძრის მსახურებს სამოსზე აწერიათ: "ვუყუროთ სამყაროს ქრისტეს თვალებით"... იქნებ შევძლოთ და ყველამ გულთან მივიტანოთ ეს სიტყვები, ნებისმიერი ქრისტიანი სამყაროს ქრისტეს თვალებით უნდა უყურებდეს. იმედია, უხეში შედარება არ გამომივა, თუ ვიტყვი, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის კონსტიტუცია, ჩვენთვის, სასულიერო პირებისთვის მთავარი წიგნი ქრისტეს სიტყვა, ანუ სახარებაა. თუ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ, უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ მოიქცეოდა ქრისტე?..

თავიდანვე ვთქვი, რომ ძალადობა მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი სიტყვა ზოგიერთმა ისე აღიქვა, თითქოს მხარს ვუჭერდი ლგბტ საზოგადოებას და მის პროპაგანდას. როგორ შეიძლება ეპისკოპოსმა მხარი დავუჭირო ცოდვის პროპაგანდას, მაგრამ ვთქვი, რომ ძალადობა მიუღებელია და არც ერთ შემთხვევაში არა აქვს გამართლება. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ვნახე და წავიკითხე ზოგიერთი სასულიერო პირის დამოკიდებულება. ჩემდა გასაკვირად, მათ არა მარტო ძალადობრივი ჯგუფები, საზოგადოების სხვა წევრებიც აქტიურად უსმენენ, ვიდრე სხვა, ვითარების დამშვიდებისკენ მოქადაგე მღვდლებსა თუ ეპისკოპოსებს. არ ვიცი, რატომ... შავმაისურიანებს სამოსზე ჯვარი ჰქონდათ გამოსახული და თან ჟურნალისტებსა და სხვებს ურტყამდნენ. როგორ შეიძლება­ ეს მენახა და არაფერი მეთქვა.

როდესაც მაცხოვარი გოლგოთის გზას გადიოდა, მას შეურაცხყოფდნენ, სცემდნენ, მაგრამ ჯვარცმის გზაზე ადამიანებს ნიშნის მოგებით კი არ ელაპარაკებოდა, მამა ღმერთს ევედრებოდა, აპატიე და შეუნდე, მამაო, რამეთუ არ იციან, რას იქმანო...
არ ვამბობ, საზოგადოება რაღაც პრობლემის წინაშე არ უნდა გაერთიანდეს, მაგრამ მწარე გამოცდილება გვაქვს, რომ ძალადობა ძალადობას შობს. ქვეყანაში უნდობლობა, მტრობა და უსიყვარულობაა გამეფებული და ამ უბედურებას ასეთ მძიმე დროში კიდევ წაქეზება უნდა?! სასულიერო პირებმა სიყვარული უნდა ვიქადაგოთ. მით უფრო, რომ საშიში და დაუძინებელი მტერი, რუსეთი გვყავს ჩასაფრებული, გოჯა-გოჯა გვართმევს მიწებს, სახლში გვივარდება.

მე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ მუდმივად მყიფე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარებით, შიდა დაძაბულ­ობით ქვეყნის საგარეო კურსს, იმას, რასაც ამდენი წლის ძალისხმევით მივაღწიეთ, საფრთხეს ხომ არ ვუქმნით?.. რამდენიმე სასულიერო პირის განცხადება ვრცელდება სოციალური ქსელით, შედეგად კი ვიღაცები ამბობენ, აი, ასეთია ახლანდელი მართლმადიდებელი ეკლესია, რაში გვჭირდება ასეთი ფორმით და უნდა დავანგრიოთო... ყველას მინდა ვთხოვო და ავუხსნა: საქართველოს პატრიარქი არასდროს მოუწოდებს ვინმეს ძალადობისკენ და თუ ვინმე სასულიერო პირი უმსგავსოდ იქცევა და სახარებისეულ სწავლებას შესაბამისად არ წარმოაჩენს, არ ნიშნავს, რომ მათ მთლიანად ეკლესია უნდა გადავაყოლოთ...

მაცხოვარს 12 მოციქული ჰყავდა და მათგან ერთ-ერთი იუდა იყო. საპატრიარქოში კი ამდენი სასულიერო პირია და შეუძლებელია მათ შორისაც არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არასწორად აფასებენ მოვლენებს და მათი ქადაგება სახარებისეულ სწავლებას გაცდენილია. ამის მაგალითი იყო არც ისე დიდი ხნის წინ თუნდაც პატრიარქის გარშემო ატეხილი ამბები... მე არც იმ ადამიანებს ვუყურებ როგორც მტრებს, არც მათ, ვინც იმ დღეს ჟურნალისტებსა და აქციის სხვა მონაწილეებზე იძალადეს, რატომღაც არავინ ახსენებს დაშავებულ პოლიციელებს,­ არადა, მათზეც იძალადეს. იხილეთ გაგრძელება

ნინო
19 ივლისი 2021 12:30
ესეც „გასვეცკდა“ ახლა! ამერიკაში რაც წავიდა ძალიან „პრადვინუტი“ გახდა:)
კობა
19 ივლისი 2021 11:50
ახალი რუის ურბნისიიიიო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები