"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი, გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკიდან გაწერეს - კვირის პალიტრა

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი, გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკიდან გაწერეს

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტმა გიორგი ნიკოლიშვილმა, რომელსაც 5 ივლისს "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, საავადმყოფო დატოვა. ის საავადმყოფოში მკურნალობას ორი კვირის განმავლობაში გადიოდა, დღეიდან კი რეაბილიტაციის პერიოდს სახლში გაივლის.

გიორგი ნიკოლიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.

რაც შეეხება მის ექიმს, როგორც მარიამ ხელაძემ განაცხადა, ნიკოლიშვილის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დღეს გაწერეს საავადმყოფოდან.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტემოგრაფიით ჰემორაგული კომპონენტები პრაქტიკულად ალაგებულია. შესაბამისი რეკომენდაციებით და დანიშნულებით გაეწერა ბინაზე" , - აღნიშნა ექიმმა.

ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა. გიორგი ნიკოლიშვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებოდა.