"სანაპიროზე ხალხი ერთმანეთს აზის თავზე" - რა ხდება ბათუმის პლაჟზე? (იხილეთ ფოტოები) - კვირის პალიტრა

"სანაპიროზე ხალხი ერთმანეთს აზის თავზე" - რა ხდება ბათუმის პლაჟზე? (იხილეთ ფოტოები)

ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული ეპიდვითარება კვლავ რთულია, რის მთავარ მიზეზად ეპიდემიოლოგები შეზღუდევის მოხსნას ასახელებენ. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების თუ ქვეყნის სტუმრების ნაწილი არსებული რეგულაციების დაცვასაც აღარ ცდილობს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზღვისპირა რეგიონებში.

"ურეკიდან წავედი ბათუმში სამარშრუტო ტაქსით, სავსე იყო, თუმცა, მე და ჩემი შვილების გარდა, პირბადე არავის ეკეთა, რის გამოც მძღოლს მივეცი შენიშვნა, მაგრამ ეს ყურად არც მან და არც სხვა მგზავრებმა იღეს", - უამბო ambebi.ge - ის ერთ-ერთმა დამსვენებელმა.

ერთ-ერთმა ტურისტმა კი ბათუმის პლაჟზე გადაღებული სურათები გამოგვიგზავნა.

"რომელ დისტანციაზეა ლაპარაკი, სანაპიროზე ხალხი ერთმანეთს აზის თავზე, თქვენ ის უნდა ნახოთ, საღამოობით ბულვარში რა ხდება, ყველგან იმდენი ხალხია, გადაადგილება ჭირს, რა თქმა უნდა, პირბადე არავის აქვს", - აცხადებს ის.

გთავაზობთ ბათუმის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს, იხილეთ ლინკი