"გარეგნულად შეიცვალა, დანარჩენი ყველაფერი იგივეა, მაგალითად, თამაშის სტილი, ადამიანობა..." - კვირის პალიტრა

"გარეგნულად შეიცვალა, დანარჩენი ყველაფერი იგივეა, მაგალითად, თამაშის სტილი, ადამიანობა..."

ევროპის ტოპ-ჩემპიონატში ქართველის გამოჩენა ყოველთვის სასიხარულოა. Sportall.ge გიორგი გაგუას ესპანეთში დაუკავშირდა და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა.

- როგორ დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა? პირველი გუნდი, ასაკობრივი ნაკრები…

- ჩემი საფეხბურთო კარიერა 4-5 წლის ასაკში დაიწყო, სათამაშოდ "ჩემპიონში" მივედი, სადაც მწვრთნელად ოთარ კორინთელი დამხვდა. აქედან ავიდგი ფეხი. რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებს, პირველად იქ ასპინძელაშვილის თავკაცობის დროს 15-წლამდელთა გუნდში გამომიძახეს.

- რამდენი წლის იყავი, საქართველოდან რომ წახვედი და რა სირთულეები დაგხვდა ესპანეთში?

- საქართველოდან 15 წლის ასაკში წავედი. მაშინ ესპანეთში პირველად ჩამოვედი, სადაც 1-კვირიანი შერჩევები

"ალავესში" გავიარე. სირთულეები, რა თქმა უნდა, უამრავი დამხვდა, პირველ რიგში, ენის ბარიერი, ასევე ის ფაქტი, რომ შევიცვალე გარემო, სადაც გავიზარდე, ბავშვობა გავატარე, საქართველოში კი ჩემი ოჯახი და მეგობრები დავტოვე.

- საერთოდაც, რატომ გადაწყვიტე კარიერის ესპანეთში გაგრძელება?

- ვფიქრობ, ესპანეთი ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია, რათა განვვითარდე და პროფესიონალურ ფეხბურთამდე სწრაფად მივიდე, რასაც ვთვლი, რომ ძალიან სწრაფად მოხდა, ამით ბედნიერი ვარ.

- რა სხვაობაა ესპანურ და ქართულ ბავშვთა ფეხბურთში?

- უშუალოდ ბავშვთა ფეხბურთში არ ვიცი, რადგან მე იქ არ მომიწია ყოფნა, მაგრამ ჩემი აზრით, პირველ რიგში, მიდგომასა და ბავშვების დამოკიდებულებაში იქნება. ესპანეთში თვითონვე გეუბნებიან, რომ მთავარია, შენ იყო საუკეთესოდ, რათა შემდეგ ჩვენც კარგად ვიყოთო. როდესაც შენი გაწვრთნილი ბავშვი წარმატებას აღწევს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ვფიქრობ, აქ ისეთი მენტალიტეტი აქვთ, რომ არ სჭირდებათ რაღაცის გამო მეორე რაღაცის გაკეთება, თვითონვე ბავშვობიდან აქვთ მიზანი, რასაც ბოლომდე მიჰყვებიან; ხოლო მეორე ნაწილს, ვისაც სურვილი აღარ ექნება, შუა გზაში ტოვებს და სწავლას აგრძელებს. საქართველოში ყველაზე დიდ როლს მენტალიტეტი თამაშობს, რადგან ხშირია, რომ ნებდებიან, არ დებენ თავს, არ იცავენ წესებს, აქ კი ყველაფერი გაცნობიერებული აქვთ, როდესაც ამბობენ, რომ უნდათ ფეხბურთელობა, იციან, თუ რა დათმობაზე მოუწევთ წასვლა და რამდენი შრომა იქნება საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული გახდნენ. ვფიქრობ, სწორედ ამით არიან ესპანელები წინ, ცდილობენ მეტი და მეტი გააკეთონ და ელემენტარულზე არ დაკმაყოფილდნენ. შეიძლება იფიქროთ, რომ აკადემიების ბრალიაო, მაგრამ არა, თბილისშიც გვაქვს მშვენიერი აკადემიები, მაგალითად, "დინამო", "საბურთალო" და "ლოკომოტივი". გარკვეულ ასაკში წარმატებას რომ მიაღწევენ, შემდეგ ბევრი თავს ანებებს ან წყვეტს პროგრესირებას, რაც ჩემთვის ამოუხსნელია.

- კარიერის ესპანეთში გაგრძელების შემდეგ, რა აღმოაჩინე ფეხბურთში ისეთი, რაზეც იქამდე არც კი გიფიქრია?

- ესპანეთში ყოფნის დროს აღმოვაჩინე, რომ აქ ყველა პატარა დეტალს დიდ ყურადღებას ანიჭებენ. რა თქმა უნდა, შრომას არავინ გიკარგავს და აბსოლუტურად ყველაფერი გიფასდება. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი განსხვავებაა იმისა, რამაც შეიძლება ქართული ფეხბურთი ისე ვერ განავითაროს, როგორც ესპანური. განაგრძეთ კითხვა