ბათუმში, სასტუმრო "შერატონთან", სადაც საერთაშორისო კონფერენცია უნდა გაიხსნას, ჟურნალისტები, არასამთავრობოების წევრები და პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ - კვირის პალიტრა

ბათუმში, სასტუმრო "შერატონთან", სადაც საერთაშორისო კონფერენცია უნდა გაიხსნას, ჟურნალისტები, არასამთავრობოების წევრები და პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ

ბათუმში, სასტუმრო "შერატონთან", სადაც საერთაშორისო კონფერენცია უნდა გაიხსნას, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო დროულ გამოძიებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ "აუცილებლად უნდა დაისაჯონ მკვლელები". მათივე განცხადებით, ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ უსაფრთხო გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

ამასთან, აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. როგორც "ნაციონალური მოძარაობის" წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, შეკრების მიზანია, რომ პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. მისი თქმით, ქვეყანაში 5 ივლისს სამარცხვინო ფაქტი მოხდა და საქართველოში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დევნიან.