ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ჩვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ შტამით ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის "დელტა" შტამით ჩვილი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

"ეს ის პაციენტია, რომელზეც უკვე ბოლო დღეებია ვსაუბრობთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პირველ რიცხვში შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, "დელტა" შტამით იყო დაინფიცირებული. გადმოყვანილია სოხუმის კლინიკიდან. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო, ბოლო დღეები განსაკუთრებით", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გასულ კვირას კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა.