"შარშან ზაფხულში ვირუსის ახალი ტალღა ბათუმიდან დაიწყო, ხომ შეიძლება მთავრობამ გაითვალისწინოს, მაგრამ არა - ისევ ყველა შეზღუდვა მოხსნა" - კვირის პალიტრა

"შარშან ზაფხულში ვირუსის ახალი ტალღა ბათუმიდან დაიწყო, ხომ შეიძლება მთავრობამ გაითვალისწინოს, მაგრამ არა - ისევ ყველა შეზღუდვა მოხსნა"

"ქვეყანაში დღეს დაფიქსირებული, კორონავირურის 2 616 ახლი შემთხვევა არის ძალიან ცუდი, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველო კოვიდსიტუაციის მეტად რთულ პროცესში შევიდა", - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივეთქმით, მაშინ,როცაქვეყანაში "დელტა"შტამიაგავრცელებული, ინფიცირებისასეთიმაჩვენებელიიმისმანიშნებელია, რომყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა კიდევ გაიზრდებადაშეიძლებაიმაზემეტიციყოს,ვიდრეოქტომბერსადანოემბერშიიყო.

"ქვეყანა შევიდა მეტად რთულ პროცესში, რადგან "დელტა" შტამია გავრცელებული. ყველა ქვეყანამ აჩვენა, რომ შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად, ყოველდღე დაახლოებით 2-ჯერ იზრდება და ეს ხდება ყველგან, მათ შორის ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის მოცვა 40-45%-ია, საქართველოში კი სადაც ვაქცინაციის მოცვა ძალიან დაბალია, ასეთი ციფრები იმის მანიშნებელია, რომ ძალიან გაიზრდება შემთხვევები, შეიძლება იმაზე მეტიც იყოს, ვიდრე ოქტომბერში და ნოემბერში, როცა ინფიცირების დღეში 4000-5000 შემთხვევა ფიქსირდებოდა", - განაცხადა წერეთელმა. ზაზა წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გეგმა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 % იყოს აცრილი, არ არის საკმარისი, ზრდასრული მოსახლეობის 60% წლის ბოლომდე კი არა აგვისტოშივე უნდა იყოს აცრილი, თუნდაც იმიტომ, რომ ბავშვებს სკოლაში წასვლა შეეძლოთ. მისივე განმარტებით, საქართველოს პრობლემაა ისიც, რომ ხალხმა შეზღუდვები დაივიწყა და ჰგონია, რომ თუკი აცრილები არიან, ეს რეკომენდაციები აღარ უნდა დაიცვან. "ამას გარდა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - შეზღუდვები დავივიწყეთ, მაგალითად პირბადე, დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეში მასობრივი თავშეყრა. შარშან ზაფხულში ვირუსის ახალი ტალღა ბათუმიდან დაიწყო, ხომ შეიძლება მთავრობამ გაითვალისწინოს, მაგრამ არა, ისევ ყველა შეზღუდვა მოხსნა. აცრილიც რომ იყოთ, თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ ვირუსი არ დაგემართებათ, სანამ ყველა აცრილი არ იქნება, აცრასთან ერთად სხვა რეკომენდაციებიც უნდა გაითვალისწინოთ", - აღნიშნა წერეთელმა.