"უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ კითხვები აქვთ, მაგრამ დისკომფორტი და პრობლემა არ აქვთ 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით" - კვირის პალიტრა

"უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ კითხვები აქვთ, მაგრამ დისკომფორტი და პრობლემა არ აქვთ 5-6 ივლისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით"

"უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ კითხვები აქვთ, მაგრამ დისკომფორტი და პრობლემა არ აქვთ გამოძიებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი, ჩვენც ეს გვინდოდა, რომ მოგვესმინა",- ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში ჟურნალისტ ვახო სანაიასთან ერთად გაესაუბრა "ქართული ოცნების" დეპუტატებს, დიმიტრი ხუნდაძეს და მიხეილ ყაველაშვილს, რომლებსაც კითხვები დაუსვეს 5-6 ივლისის მოვლენებზე და გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე.

"ვკითხეთ, აქვთ თუ არა დისკომფორტი, ფიქრობენ თუ არა, რომ ეს ადამიანები უნდა დააკავონ, რომლებზეც ღია სამხილები არსებობს.

ისინი ამბობენ, რომ მათ კითხვები აქვთ, მაგრამ დისკომფორტი და პრობლემა არ აქვთ გამოძიებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი, ჩვენც ეს გვინდოდა, რომ მოგვესმინა უმრავლესობის დეპუტატების პოზიციად. ამას არქივი შეინახავს და ამ არქივს ჩვენ მათ აუცილებლად გავახსენებთ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ითამაშონ, იმ მხრივ, რომ რაღაცაზე შეწუხებულები არიან, ეს ასე არ არის", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.