"ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია" - კვირის პალიტრა

"ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"

სამი ოფიციალური ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - ამ თემებზე ჯგუფ "ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთმა წევრმა გურამ ლომიძემ ია ფარულავას გადაცემაში "ფარული კონვერტი“ ისაუბრა. გურამ ლომიძე პანდემიის დროს, ამერიკიდან სამშობლოში მესამე მეუღლის გარეშე დაბრუნდა. ამბობს, რომ დაშორების პროცესი დაწყებულია და დიდი ალბათობის "ქუჩის ბიჭი" სულ მალე ისევ თავისუფალი იქნება...

ნარკოტიკები

დაახლოებით 2000 წელი იყო, როდესაც ჯგუფში შემოვიდა ნარკოტიკი. მე და ზურა ხაჩიძემ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ყველაფერზე უარი ვთქვით, მივხვდით, რომ ეს იყო ძალიან ცუდი რამ და ხელს გვიშლიდა ყველაფერში. ახლა ვფიქრობ, რომ ამაში იყო რაღაც ჯგუფი ჩართული, რომელმაც "ქუჩის ბიჭებში“ შემოაგდო ნარკოტიკი, გვჩუქნიდნენ ხოლმე, არ ვყიდულობდით. არ ვიცი, შეიძლება ჩვენი დაჭერაც უნდოდათ, არ არის გამორიცხული. თავიდან მარიხუანით დავიწყეთ, შემდეგ იყო აბები - ექსტაზი. შემდეგ ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც პიკასომ (ირაკლი ნოზაძე) მოიტანა. ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან ამ ყველაფერმა კარგი წლები დაგვაკარგინა.

რაღაც ძალამ მათქმევინა უარი, მაგრამ კარგა ხანს მარიხუანა დარჩა ჩემს ცხოვრებაში. ახლა მაგასაც არ ვეკარები. პიკასო ძალიან მიყვარს, კარგი ადამიანია, მანაც დაძლია ეს დამოკიდებულება.

პირველი ქორწინება

ხატია შამუგია ცოლად რომ მოვიყვანე, 20 წლის ვიყავი, ამ ურთიერთობას შეცდომას ვერ დავარქმევ, რადგან შვილი გვყავს, უკვე დიდი ბიჭია. თანაცხოვრების ორი წლის განმავლობაში ხატიას გაუჭირდა და ერთ-ერთმა ჩემმა ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი. ხატია დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია. მქონდა ოჯახის გადარჩენის მცდელობა, მაგრამ ასაკმაც იმოქმედა, პატარა ვიყავი. სხვა ქალისკენ გახედვა არ მაპატია ხატიამ.

მეორე ცოლი ერიკა და ამერიკა

ამერიკაში საცხოვრებლად პირველად რომ წავედი, ბიძაშვილმა მიმიწვია ქორწილში, ადგილზე ყველაფერი დამხვდა - ბინა, მანქანა. ექვსი თვე ვიყავი და შემდეგ ვთქვი, რომ არ შემეძლო იქ გაჩერება და საქართველოში დავბრუნდი. მანამდე ერთ გოგონას - ერიკას მიმართ მქონდა სიმპათიები, მითხრა, - ხელი მოვაწეროთ და დაგელოდებიო. საქართველოში გამოფრენის დღეს მოვაწერეთ ხელი. ოთხი თვე დავრჩი საქართველოში და აქ რომ გაიგეს, ცოლი მყავდა ამერიკაში, მითხრეს, სისულელეს აკეთებო და გამაგდეს უკან. მეორე ქორწინებიდან 11 წლის შვილი მყავს, ლიამი, რომელიც 4 წლიდან არ მინახავს. ერიკასთან თანაცხოვრების პერიოდში საქართველოში მოვდიოდი ხოლმე 3-4 თვით და ამან დიდი როლი ითამაშა ჩვენი ქორწინების დანგრევაში. ერთ-ერთი ჩამოსვლის შემდეგ რომ დავბრუნდი, მითხრა, რომ მიღალატა და არ ვაპატიე. იხილეთ სრულად