მარნეულში ყოფილი სიძის მერ დაჭრილი ქალი კლინიკიდან გაწერეს - კვირის პალიტრა

მარნეულში ყოფილი სიძის მერ დაჭრილი ქალი კლინიკიდან გაწერეს

მარნეულში ყოფილი სიძის მერ დაჭრილი ქალი კლინიკიდან გაწერეს. როგორც "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელიამ განაცხადა, პაციენტს დაუმუშავდა დაზიანებები, რის შემდეგ კლინიკა დატოვა.

"0:45 წუთზე ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს გარდაცვლილი 26 წლის ქალი და 50 წლის მამაკაცი. მათ თითო ჭრილობა ჰქონდათ თავის არეში. რაც შეეხება გარდაცვლილი ქალის დედას, მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით ზედა კიდურის დაზიანება და მოტეხილობა. დაუმუშავდა ჭრილობა, რის შემდეგაც დღეს, 13:30 საათზე სახლში გავწერეთ", - აცხადებს ტატა შენგელაია. რაც შეეხება კიდევ ერთ დაჭრილს, ის მარნეულის "ავერსის" კლინიკაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის ქალი და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, სიდედრი და ცოლის ძმა კი დაჭრა.

მოკლულ ქალს 3 არასრულწლოვანი შვილი დარჩა. შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.