"ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია - რა წერია კვლევაში? - კვირის პალიტრა

"ფაიზერის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია - რა წერია კვლევაში?

"ფაიზერის" ან "ასტრაზენეკას" ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ მაღალ ეფექტურია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, "ბიონტექ/ფაიზერის" ვაქცინა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ. "ალფა" ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტურობა 93.7%-ია.

ამასთან, "ასტრაზენეკას" ვაქცინის ორი დოზა "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, "ალფას" წინააღმდეგ კი - 74.5%-ით ეფექტურია.

"ალფა" და "დელტა" ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობაში მხოლოდ მცირე განსხვავებები აღინიშნა", - განმარტავენ კვლევაში ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერები.

მანამდე მათ განაცხადეს, რომ "ფაიზერის" ან "ასტრაზენეკას" ვაქცინის ერთი დოზა "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ მხოლოდ 33%-ით ეფექტურია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, "დელტა" ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში დაფიქსირდა, მომავალი თვეების განმავლობაში მსოფლიოში დომინანტური იქნება. ამჟამად შტამი მსოფლიოს 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

"ინტერპრესნიუსი"