ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა
ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა
ბორის ჩოჩიევი 64 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ბორის ჩოჩიევი ივლისში კორონავირუსით დაავადდა. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბორის ჩოჩიევი ხუთშაბათს, 22 ივლისს გარდაიცვალა.

ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დე ფაქტო თანამდებობა ეკავა. იგი ხელმძღვანელობდა ე.წ. ეროვნებათა საქმეთა კომიტეტს, იყო განსაკუთრებულ საკითხთა "მინისტრი", ხელმძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის "სამხრეთ ოსეთის" ჯგუფს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესში იყო ჩართული. ლეონიდ თიბილოვის ე.წ.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
ტოტო
23 ივლისი 2021 12:30
ეშმაკუნებთან მოხვდება.მაგათმა არც კი იციან რა უბედურებაში გახვიეს საკუთარი ხალხი.გავა დრო და მოვა დრო,მაგრამ გვიანი იქნება.უსინდისოები.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები