"მოგმართავთ თხოვნით, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია განახორციელოთ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მიიღეთ მომსახურება პირველ აცრაზე" - კვირის პალიტრა

"მოგმართავთ თხოვნით, „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია განახორციელოთ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მიიღეთ მომსახურება პირველ აცრაზე"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ მოქალაქეები "ფაიზერის" მეორე დოზებზე რეგისტრაციას 24 ივლისის 12:00 საათამდე არ გაივლიან, მაშინ ისინი ავტომატურად დარეგისტრირდებიან იმავე დაწესებულებებში, სადაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს.

ამის შესახებ მინისტრმა უწყებაშთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მოქალაქეებს შეეძლებათ შეცვალონ კლინიკა და აცრის გაკეთების თარიღი.

"დღეს განახლდება რეგისტრაცია "ფაიზერის" მეორე დოზებზე და 37 კლინიკაში, სადაც მათ უკვე ჩაიტარეს აცრები, საშუალება ექნებათ 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. თქვენ იცით, რომ "ფაიზერით" ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე. მოგმართავთ თხოვნით, რომ "ფაიზერის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე. თუმცა, აქ ჩვენ ვაძლევთ მოქალაქეებს მოქნილობას და ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ საშუალება, შეცვალონ მათთვის სასურველი თარიღი და კლინიკა შედარებით მოგვიანებით", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, მოქალაქეები, რომლებიც მეორე დოზებზე წინასწარ რეგისტრაციას გაივლიან, უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, კლინიკების ცხელ ხაზს ან 144 3-ს უნდა დაუკავშირდნენ.

"[წინაწარი რეგისტრაცია] არის მხოლოდ იმისთვის, რომ არ გადაიტვირთოს საიტი. ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა მსურველის დაკმაყოფილება მოხდება. მხოლოდ საიტის შეუფერხებელი მუშაობისთვის მიიღო Iთ სამსახურმა გადაწყვეტილება. ეს არის სწორი ფორმა იმისთვის, რომ არ მოხდეს კოლაფსი, რაც წინა რეგისტრაციაზე მივიღეთ. რა თქმა უნდა, თუ უარყოფითი პასუხი იქნება, შეატყობინებენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ ამ მიწოდება-მოთხოვნის პირობებში რომელიმე ადამიანს უნდა მიუვიდეს უარყოფითი პასუხი, თუმცა, ამასთან დაკავშირებითაც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩართულია როგორც კლინიკების ცხელი ხაზი, ასევე 144 3, რომელიც არის კომპეტენტური ამ საკითხებში და შეუძლია თითოეული ადამიანის თუნდაც უარყოფითი პასუხის გადამოწმება, თუ რა იყო ამის მიზეზი და ამის გამოსწორება მოხდება მყისიერად", - განაცხადა ტიკარაძემ.

"იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იმის სარწმუნოება, რომ არ არის საჭირო პირველივე წუთებში რეგისტრაცია, 250 000 "ფაიზერის" დოზა იქნება გამოტანალი სლოტად - ჩვენ გავხსნით 20 - დღიანი ჯავშნების შესაძლებლობას" - როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დღეს არსებული 108 ბრიგადით აქვთ საშუალება, რომ 180 000-ზე მეტ ადამინს 20 დღის განმავლობაში შეძლონ და დაუკმაყოფილონ მოთხოვნა.

"რაც შეეხება "ფაიზერის" პირველ დოზაზე რეგისტრაციას, იცით, რომ მიწოდება ჩვენ ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი გვაქვს. ასევე მოცვა, რომელიც დღესდღეობით ამცრელი ბრიგადების საშუალებით გვაქვს, არის საკმარისი იმისათვის, რომ მოხდეს ვაქცინების ადმინისტრირება. მოგვიანებით დაავანონსებთ როდის გაიხსნება ეს ფანჯარა გამტანუნარიანობისთვის.

იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იმის სარწმუნოება, რომ არ არის საჭირო პირველივე წუთებში რეგისტრაცია, 250 000 "ფაიზერის" დოზა იქნება გამოტანალი სლოტად - ჩვენ გავხსნით 20-დღიან ჯავშნების შესაძლებლობას.

ამ ეტაპისთვის მხოლოდ "ფაიზერისთვის" არის მობილიზებული 108 ბრიგადა. იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება მოთხოვნდა და სად იქნება მეტი მოთხოვნა, ჩვენ გვაქვს საშუალება, გამტანუნარიანობა როგორც სამუშაო საათების დამატებით, ასევე ბრიგადების დამატებით გავზარდოთ და სამი დღის მანძილზე უკვე შეგვიძლია დამატებითი დოზები შევთავაზოთ მოქალაქეებს.

დღეს არსებული 108 ბრიგადით გვაქვს საშუალება, რომ 180 000-ზე მეტ ადამინს 20 დღის განმავლობაში შევძლოთ და დავუკმაყოფილთ მოთხოვნა. შემდეგ მხოლოდ თბილისის მაშტაბით დამატებული 50%-იანი ბრიგადების რაოდენობით ჩვენ შეგვიძლია გამტანუნარიანობა გავრზარდოთ 211 000-მდე, ხოლო რეგიონების მასშტაბით საჭიროების და გაზრდის შემთხვევაში უკვე 254 000 ფაიზერის დოზის გამტარობის შესაძლებლობა გვაქვს მხოლოდ 20 დღის განმავლობაში", - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, შესყიდვებით განხორციელებული "ფაიზერის" მოწოდება "ფაიზერის" მხირდან ყოველკვირეული რეჟიმით, უწყევტად გაგრძელდება.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ პირბადის ტარებისთვის გარკვეული სანქციები გახდება საჭირო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს.

როგორც მინისტრი აცხადებს, ამ ეტაპზე პირბადის ტარების რეკომენდაციაც საკმარისია, რომ მოქალაქეებმა საკუთარი ქცევა მართონ.

"მე კარგად მახსენდება პანდემიის პირველი ტალღა, როდესაც მარტივი რეკომენდაციები გაიცა. მაშინ არაერთხელ აღვნიშნავდი, რომ იყო საოცარი ერთსულოვნება და ერთად ვახორციელებდით იმ ღონისძიებებს, რომელიც პანდემიის დასაძლევად იყო საჭირო. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ დღესდღეობით, როცა სამედიცინო სექტორს, სამთავრობო გუნდს, თითოეულ ჩვენგანს აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ყველაზე ეფექტური გზა, რომ ვიყოთ დაცულები და და ასევე დავიცვათ სხვა. სავალდებულოობა რა თქმა უნდა, შეიძლება იქნეს განხილული პირბადის ტარების ამა თუ იმ სივრცეში, მაგრამ ვთვლი, რომ როცა არსებობს რეკომენდაცია, ისიც გახლავთ საკმარისი, რათა ვმართოთ ჩვენი ქცევა. თუმცა, თუ ჩვენ დავინახავათ, რომ საჭიროა გარკვეული სანქციების დაწესება, რათა გავზარდოთ პირბადის ტარება, ამას გავიტანთ საბჭოზე სამსჯელოდ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ტიკარაძემ.

"არ გვინდა ძალდატანება - მნიშვნელოვანია, საზოგადოების შეგნების დონე ეტაპობრივად ისე გაიზარდოს, რომ ადამიანებმა ვაქცინებისადმი ნდობა მოიპოვონ და დამყოლობა იყოს ნებაყოფლობითი",- როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით კამპანია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და საბჭოზე განიხილეს საკითხი, რომ ამ პროცესში "მნიშვნელოვანია მინისტრთა კაბინეტის სრული ჩართულობა".

"ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთი პიარ-კამპანია ჩაატარა, ცნობილი სახეების და ექიმების ჩართულობით. ჩვენი მიდგომა ისაა, რომ ჩვენ არ გვინდა ძალდატანება, უბრალოდ გვაქვს მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ვცდილობთ ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იცავდეს ვირუსის გადადებისგან, მაგრამ ის აუცილებლად იცავს ლეტალობისგან. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების შეგნების და სანდოობის დონე ეტაპობრივად ისე გაიზარდოს, რომ ადამიანებმა ვაქცინებისადმი ნდობა მოიპოვონ და დამყოლობა იყოს ნებაყოფლობითი.

ჩვენი მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფები ამბობდნენ იმას, რომ მათ არ უნდოდათ ვაქცინა, რომელიც მიწოდებული იყო, თუმცა დღეს არჩევანი იმდენად ფართოა, შეგვიძლია დავაკვირდეთ, რამდენად იყო ვაქცინის ტიპი მნიშვნელოვანი, თუ ნამდვილად არის სხვა პრობლემები. მუშაობას გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ, შევძლებთ, ყველა მოქალაქისთვის იმ ვაქცინის მიწოდებას, რომელიც მისთვის ყველაზე მისაღებია. ამის ფუფუნება დღეს გვაქვს",- განაცხადა ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"