"დღეს დეფიციტური გვაქვს მხოლოდ თბილისი, რეგიონების მასშტაბით 1258 საწოლია თავისუფალი - ყოველდღიურ რეჟიმში ხდება საწოლფონდის გაზრდა"
"დღეს დეფიციტური გვაქვს მხოლოდ თბილისი, რეგიონების მასშტაბით 1258 საწოლია თავისუფალი - ყოველდღიურ რეჟიმში ხდება საწოლფონდის გაზრდა"
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საწოლების დეფიციტი მხოლოდ თბილისშია, რეგიონებში კი 1200-ზე მეტი საწოლია თავისუფალი.

როგორც ტიკარაძე აცხადებს, საწოლების დამატება კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში ინტენსიურად მიმდინარეობს.

"საწოლები ემატება ყველგან. დღეს დეფიციტური გვაქვს მხოლოდ თბილისი. რეგიონების მასშტაბით 1258 საწოლია თავისუფალი. სამწუხაროდ, პედიატრიულ საწოლებზე ვიცი, რომ არის პრობლემა და მიმდინარეობს ინტენციური მუშაობა. რესპუბლიკური საავადმყოფს გარდა სხვა კლინიკებიც ერთვებიან ამ პროცესში. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება საწოლფონდის გაზრდა", - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გამოკვეთილი
იყო ხარვეზი, როდესაც საავადმყოფოებსა და პაციენტებს შორის პირდაპირი გარიგება ხდებოდა, სასწრაფოს ექიმები კი მათ ვერ უმტკიცებდნენ, რომ კლინიკაში გადაყვანის საფუძველი მარტო შფოთვა არ არის.

"დღესდღეობით მიმდინარეობს ინტენსიური მობილიზაცია კოვიდსასტუმროების იმისათვის, რომ ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ შფოთავენ, არ მოხვდნენ კლინიკებში, არამედ ჩვენ გადავიყვანოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ
სასტუმროებში. ჩვენს მოთხოვნაზე რეაგირება ჰქონდა ტურიზმის სააგენტოს. მათ უკვე მობილიზებული აქვთ 2000-მდე საწოლი, სადაც 1500 საწოლი უკვე დაკავებულია. დამატებითი 500 საწოლის მობილიზება ხდება შემდეგ ორ დღეში. ვთვლით, რომ ამ სექტორის ინტენსიური ჩართულობით ჩვენ ყკვლავ შევძლებთ გავუმკლავდეთ იმფიცირებულების იმ რაოდენობას, რომელიც დღეს გვყავს.

ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არასდროს არიან ისინი მარტო. ონლაინკლინიკის ექიმები ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას და 15 500 პაციენტზე მეტი იმართება დღესდღეობით ოჯახის ექიმების მიერ. გამოკვეთილი გვქონდა ისეთი ხარვეზი, როდესაც პირდაპირ კლინიკასა და პაციენტს შორის ხდება გარკვეული შეთანხმება და შესაბამისად, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არიან სასწრაფოს ექიმები, რომლებიც ვერ უმტკიცებენ პაციენტებს, რომ მხოლოდ შფოთვა არ შეიძლება იყოს კლინიკაში გადაყვანის საფუძველი. ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა კლინიკებთან კომუნიკაცია და მათ ვთხოვეთ, რომ არ მოხდეს პირადი ჩართულობით პაციენტების გადაყვანა.

ასევე ინტენციურად მუშაობს კლინიკური ჯგუფი პაციენტების ჰოსპიტლებში მონიტორინგზე, რათა ზედმეტად არ მოხდეს პაციენტების დაყოვნება სამედიცინო დაწესებულებებში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სასტუმროების ჩართულობა, რათა პაციენტები, რომლებიც გამჯანმრთელების გზაზე არიან სასტუმროებში გადავიყვანოთ", - განაცხადა ტიკარძემ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები