ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადაზე ქართული დროშის ფერების ყაბალახით - რა ფოტოს აქვეყნებს ჩოგბურთელი ტოკიოდან - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადაზე ქართული დროშის ფერების ყაბალახით - რა ფოტოს აქვეყნებს ჩოგბურთელი ტოკიოდან

ზაფხულის 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს. კოვიდ 19-ის გამო 2020 წელს ოლიმპიური თამაშები გადაიდო და ამიტომ ოლიმპიადა 2021 წელს ტარდება.

საქართველო წელს ოლიმპიადაზე სპორტის 11 სახეობაში 35 სპორსტმენით წარსდგება, მათ შორის არის ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

სპორტსმენი ტოკიოდან საქართველოს დროშის ფერების ყაბალახში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მას გულშემატკივრები წარმატებებს უსურვებენ.

2020-2021 წლები რთული აღმოჩნდა ჩოგბურთელისთვის. ყოფილ ცოლთან დაწყებული სკანდალური სასამართლო პროცესის გამო ქართველი გულშემატკივრები ორ ბანაკად გაიყვნენ. ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი ჯერჯერობით არ დასრულებულა და ამ ეტაპზე ისევ მოწმეების გამოკვითხვით გრძელდება. სპორტსმენი კი 2020 წლის მაისში 100-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და მას შემდეგ სპორტში რამდენიმე ტიტული მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩოგბურთელს ჯერჯერობით არ ახლავს გერმანელი შეყვარებული, შარლოტა ელენა. გაგრძელება