"ფაიზერის" 500 000 დოზა საქართველოშია
"ფაიზერის" 500 000 დოზა საქართველოშია
აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოშია.

თვითმფრინავი, რომლითაც ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინის 500 ათასი დოზა ჩამოიტანეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ადგილზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.

ცნობისთვის, ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა "ფაიზერის" ვაქცინა საჩუქრად რამდენიმე კვირის წინ გადმოეცა.

"ფაიზერის" პირველი დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 24 ივლისიდან გაიხსნება.
????????????????
24 ივლისი 2021 10:10
ეითავეთ, რომ დავრეგისტრირდეთ?????????????????????

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები