"მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას!"
"მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას!"
ქალბატონო ელჩო, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობის სახელით და ჩვენი ხალხის სახელით. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის. ნახევარი მილიონი დოზა "ფაიზერი" დღეს საქართველოშია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ამერიკიდან "ფაიზერის" 500 000 დოზის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

პრემიერი მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის კამპანიაში, რათა დაიცვან საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობა.

"ჩვენ ახლა
აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობასთან დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. მე მინდა ასევე, ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს მანამდე,
კოვიდპანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის, "ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებისთვის. ამასთან,მე მინდა აღვნიშნო, რომ 1 მილიონი დოზა "ფაიზერი" გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებლებისგან, "ფაიზერის" კომპანიისგან, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში. კიდევ ერთხელ მე მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველა ავიცრათ. დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები