ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი, რომელიც რამდენიმე კვირა სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა, მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია - კვირის პალიტრა

ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი, რომელიც რამდენიმე კვირა სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა, მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია

ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი, რომელიც რამდენიმე კვირა სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა, მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 25 ბავშვია მოთავსებული.

"ჩვილი მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, თუმცა, ჯერჯერობით განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. 90 ბავშვი პაციენტი მყავს, აქედან 25 რეანიმაციაში წევს",-აღნიშნავს ჩხაიძე.