12:00 საათიდან ამ დრომდე, "ფაიზერზე" 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა - კვირის პალიტრა

12:00 საათიდან ამ დრომდე, "ფაიზერზე" 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა

12:00 საათიდან ამ დრომდე, "ფაიზერზე" დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, პირველი 10-15 წუთი, დიდი ნაკადის გამო, რეტისტრაციის საიტის მუშაობა შედარებით ნელი იყო.

"12:00 საათიდან ამ დრომდე "ფაიზერზე" დარეგისტრირებულია 107 157 მოქალაქე. დიდი ნაკადის გამო, პირველი 10-15 წუთი საიტის მუშაობა შედარებით ნელი იყო, თუმცა ნახევარ საათში ეს პრობლემა სრულად მოიხსნა. ამჟამად საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ არის",-აღნიშნავს გაბუნია.

მისივე თქმით, booking.moh.gov.ge ახალ რეჟიმზე მუშაობს.

"საიტის მუშაობა გადაყვანილია ახალ რეჟიმზე. შეყვანილი მონაცემების ვალიდაციისთვის 24 საათიან პერიოდს ითვალისწინებს. მოქალაქე, როდესაც დარეგისტრირდება, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია, 24 საათის განმავლობაში მიიღებს საბოლოო დასტურს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ აღარ იგზავნება შეტყობინება, შეტყობინება მითითებულ ნომერზე ჯავშნის დადასტურებით, 24 საათში მიიღებს ",- აღნიშნავს გაბუნია.