მერია: "გამოვავლინეთ პირები, რომელთაც სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე" - კვირის პალიტრა

მერია: "გამოვავლინეთ პირები, რომელთაც სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე"

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცახდებაშია აღნიშნული.

მერიის ინფორმაციით, სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.

"თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დედაქალაქის მასშტაბით დღეს პლაკატები გამოჩნდა წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას". ბანერებზე გამოსახულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.

"ინტერპრესნიუსი"