25 ივლისის მონაცემებით ჯამურად 402 765 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულია 139 289 ადამიანი."აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522",- ნათქვამია ინფორმაციაში.შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია ჩატარდა ვაქცინებით: "ასტრაზენეკა", "ფაიზერი", "სინოფარმი", "სინოვაკი".