სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება, კათოლიკოს-პატრიარქი ნათლულებს დალოცავს - კვირის პალიტრა

სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება, კათოლიკოს-პატრიარქი ნათლულებს დალოცავს

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოში განუცხადეს, დღეს 1600-მდე ბავშვი მოინათლება. მათივე ინფორმაციით, ნათლობა 16:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

ცნობისთვის, საყოველთაო ნათლობა 63-ედ იმართება.