ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიადის ფინალშია - კვირის პალიტრა

ვაჟა მარგველაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ფინალში იასპარეზებს. ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) კორეელი ბაულ ანი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ქართველის მეტოქე იაპონელი ტიფუმი აბე იქნება. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ძიუდოისტებმა დამატებით დროში გადავიდნენ, სადაც ვაჟას მეტოქეზე ერთით მეტი გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ გამარჯვების მომტანი ილეთი მან შეასრულა. მარგველაშვილი პირველ ეტაპზე ისვენებდა, შემდეგ კი რუს იაკუბ შამილოვს დაძაბული შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე ვაზარით აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, ნახევარფინალში გასასვლელად კი ებრაელ ბარუხ შმაილოი დაამარცხა.