"საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ მოიპოვა პირველი ფრანგული მედალი ტოკიოში" - რას წერს ემანუელ მაკრონი - კვირის პალიტრა

"საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ მოიპოვა პირველი ფრანგული მედალი ტოკიოში" - რას წერს ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქართველი სპორტსმენის ლუკა მხეიძის ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობას ეხმაურება.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს საფრანგეთი იზიარებს სიამაყეს.

"ოლიმპიადა შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან მოიპოვა პირველი ფრანგული მედალი ტოკიოში. მის მიერ არჩეული ერი სიამაყეს იზიარებს", - წერს მაკრონი.