"დღეს სისტ­ემა­ ამას უძლებს, მაგრამ რა საჭიროა გამოცდა?!­" - როდის ელოდებიან ეპიდემიოლოგები პიკს და რა არის ცნობილი "ლამბდა" შტამზე
"დღეს სისტ­ემა­ ამას უძლებს, მაგრამ რა საჭიროა გამოცდა?!­" - როდის ელოდებიან ეპიდემიოლოგები პიკს და რა არის ცნობილი "ლამბდა" შტამზე
"კლინიკებში მიმართვიანობამ ძალიან მოიმა­ტა, დღეს სისტ­ემა­ ამას უძლებს, მაგრამ რა საჭიროა გამოცდა?!­"

"კორონავირუსის საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინის ეს 500 000 დოზა მეგობრობის ნიშნად ქართველი ხალხისთვის საჩუქარია ჯო ბაიდენისა და აშშ-ის მთავრობისგან","- ეს სიტყვები ეკუთვნის აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აერ­ოპორტში დახვდა ამერიკიდან ჩამოტანილ ვაქცინას. ამის გარდა, საქართველომ ლიეტუვისგან "ასტრაზენეკას"15 ათასი დოზა მიიღო საჩუქრად. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამცრელი პუნქტები დიდ მოლებსა
და სავაჭრო ცენტრებშიც მოეწყობა. ახლანდელ ეპიდსიტუაციასა და მოვლენების განვითარების უარეს და უკეთეს ვერსიებზე "კვირის პალიტრასთან" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ესაუბრება.

- ეპიდვითარება შემაშფოთებელია, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.

- ხუთეულში შევდივართ?
- ევროპაში - კი... დიდ
ბრიტანეთს, ნიდერლანდებს, მალტას და კვიპროსს ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე აცრილია, ამიტომ მათი მსხვერპლი (100 ათას მოსახლეზე) გაცილებით ნაკლებია.

- ანუ ორჯერ აცრილებსაც ხშირად ხვდებათ დელტა შტამი?
- ძირითადად, აუცრელებს ხვდებათ. ორჯერ აცრილიც შეიძლება გახდეს ავად, ოღონდ მას ძალიან მსუბუქად გადააქვს. სხვადასხვა ვაქცინა ვირუსისგან 60%-80%-ით იცავს, თუმცა დელტა შტამისაგან დაცვის უნარი ყველა ვაქცინას ცოტა ნაკლები­ აქვს. მთავარია, რომ სიკვდილიანობისგან ნებისმიერი ვაქცინა ძალიან კარგად იცავს.

- დაცვის ყველაზე დაბალი პროცენტი მაინც ჩინურს აქვს, ხომ?
- არა, სხვადასხვა კვლევით სხვადასხვა ვაქცინის შედეგი განსხვავებულია. მარტო ვაქცინა არ არის საკმარისი, ვაქცინა და რეგულაციების დაცვა ერთად არის საჭირო. ბევრჯერ ვთქვი - ჭკვიანი ადამიანები სწავლობენ სხვის შეცდომებზე, სხვები - საკუთარზე. ჩვენ საკუთარ შეცდომებზე მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ...

- მაგრამ ვერ ვსწავლობთ - ბათუმში პირბადეების გარეშე დადიან, ტურისტები არც ისე კეთილსინდისიერად მომზადებული საბუთებით ჩამოდიან... იქნებ­ უფრო მკაცრად რომ კონტროლდებოდეს ყველაფერი, უკეთესი ეპიდსიტუაცია გვქონოდა...
- მკაცრი მიდგომები რომ იყო, რატომ­ არის ასეო და... უნდა აიცრას ყველა და რეგულაციები დავიცვათ - ეს არის გამო­სა­ვალი.

- უმრავლესობა "ფაიზერს" ელოდება...
- აი, ვნახოთ ახლა... თქვენი გაზეთი რომ გამოვა, უკვე დაწყებული იქნება "ფაიზერით" ვაქცინაცია... ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ვაქცინით ავიცრებით, მთავარია, ვაქცინა იყოს. ჩემი ოჯახის წევრები "სინოფარმით" და "სინოვაკით" არიან აცრილები, მე - "ასტრაზენეკათი". მთავარია, ჩვენი სიცოცხლე იყოს დაცული.

- აქამდე არსებულ შტამებს შორის რომელია ყველაზე აგრესიული?
- ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გადამდები, რომელიც სწრაფად ვრცელდება, დელტა შტამია.

- და აგრესიული?
- ჯერ არ არის საკმარისი კვლევები, რომ ვთქვათ, თითქოს ვირუსის აგრესიულობა გაიზარდა. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აცრილი, უფრო ნაკლები იქნება ახალი მუტაცია, რადგან მუტაციები მაშინ ჩნდება, როცა ვირუსი სწრაფად ვრცელ­დება.

- სხვა შტამებზე ამბობდნენ, რომ ერთ ინფიცირებულს საშუალოდ 2-3 ადამიანის დაინფიცირება შეეძლო, დელტა ვარიანტს კი ხუთის დაინფიცირება შეუძლიაო... ასეა?
- კი ბატონო, თუ პირვანდელ შტამებს­ შევადარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით ნახევარჯერ უფრო გადამდები იყო ალფა შტამი და მასზე ნახევარჯერ მეტად გადამდებია დელტა შტამი, ე.ი. ის პირვანდელ შტამთან შედარებით ორჯერ უფრო გადამდები გამოდის. ამიტომ აცრა და პირბადე ერთად ყველაზე ეფექტიანია.

- უკვე ვიცით, რომ ორჯერ აცრილიც­ ინფიცირდება და ვირუსი მსუბუქად გადააქვს, მაგრამ არის თუ არა ისეთივე გადამდები, როგორიც ინფიცირებული აუცრელი?
- ასეთი შემთხვევები არის, მაგრამ გაცილებით ნაკლები. მაგალითად, ჩვენთან, სამსახურში, 60%-ზე მეტი აცრილია, თანაც მუდმივად ვიტესტებით, მაგრამ რამდენიმე ჩვენი თანამშრომელი დაინფიცირდა, თუმცა მათ გარშემო არავის­ გადასდებია. ეს დაკვირვების შედეგია, თუმცა ყველა კვლევა მიუთითებს, რომ აცრილი ადამიანი გაცილებით ნაკლებად გადამდებია.

- ახალი ლამბდა შტამი გაჩნდა...
- ასეთი შტამი უამრავი იქნება. ჩვენ ამას სულ ვაკვირდებით, რომ ვიცოდეთ, რომელი შტამებია ქვეყანაში. მაგრამ ყველანაირი კვლევით, აცრა და პირბადე ყველა შტამის გავრცელებისგან იცავს.

- დელტა შტამი სულ უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს და მის გავრცელებას ტურისტული სეზონიც ხელს უწყობს. მზად არის ჯანდაცვის სისტემა ამასთან გასამკლავებლად და შეიძლება თუ არა, დღევანდელი ვითარება ნოემბრის მდგომარეობას შევადაროთ?
- კლინიკებში მიმართვიანობამ ძალიან მოიმა­ტა, თუმცა ნოემბერ-დეკემბრის მდგომარეობა ჯერჯერობით არა გვაქვს, ანუ დღეს სისტ­ემა­ ამას უძლებს, მაგრამ რა საჭიროა გამოცდა?!­

- რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდ­ების სიფრთხილის მიზეზი, რის გამოც აცრისგან თავს იკავებენ, ის არის, რომ ამბობენ, უშვილობას იწვევსო.
- უკვე გამოქვეყნდა კვლევები და არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი, ვაქცინაციას რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა მოეხდინოს. ეს არის მიზანმიმართული ტყუილი. კორონავირუსი კი, სამწუხაროდ, მულტიორგანულ დაზიანებებს იწვევს და შეიძლება თითქმის ყველა ორგანო დააზიანოს...

- როგორ ფიქრობთ, აცრებს პროპაგანდას ხომ არ აკლებთ?
- მე მგონი, პროპაგანდა გაძლიერდა - მასმედია გააქტიურდა, ქალაქში ბილბორდებია გამოკრული, ჩვენი კოლეგები სულ ეკრანებზე ჩანან, მაგრამ სამწუხაროდ, გარდა თქვენი კოლეგების მოსაზრებისა, რომელთა კვალიფიკაციაც ეჭვს არ იწვევს,­ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ძალიან ბევრი ისეთი ადამიანის მოსაზრება, რომლებიც ძალიან შორს არიან როგორც მედიცინის, ისე - საზოგადოდ, მეცნიერებისაგან. როცა ასეთი ზღვა დეზინფორმაცია ვრცელდება, ადამიანები იბნევიან და ამას ვუპირისპირდებით ყველა. დარწმუნებული ვარ, თანდათან უფრო და უფრო მეტი სანდო ინფორმაცია გავრცელდება და ამაში­ ჩვენი მედია უნდა დაგვეხმაროს.

- ამას წინათ, "ფაიზერის" ჩამოსვლისას, მოხდა კიბერთავდასხმა, ხან სისტემამ ვერ იმუშავა... ახლა მოწესრიგებული ხვდება სისტემა­ "ფაიზერის" ახალ პარტიას?
- ბევრი სამუშაო ჩატარდა სისტემის გასამართავად და იმედი მაქვს, ის ხარვე­ზები აღარ იქნება.

- დელტა შტამს დავუბრუნდეთ - ბავშვებსა და ახალგაზრდებში რატომ მიმდინარეობს ასე აგრესიულად?
- ეს შტამი ადვილად ვრცელდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში. შეიძლება ყველა შემთხვევა აგრესიული არ იყოს, მაგრამ რადგან ახალგაზრდების დაავადების წილი გაიზარდა, აგრესიული მიმდინარეობის შემთხვევებმაც იმატა. კი ბატონო, დელტა შტამი უფრო მეტს ხდის ავად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უფრო აგრესიულია­ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, ვიდრე წინა შტამები.

- თქვენი კოლეგებისგან მსმენია, რომ ამ ვირუსთან ბრძოლაში როგორც დაბალი იმუნიტეტი არ ვარგა, ისე არ ვარგა მაღალიც. ციტოკინურ შტორმზე გეკითხებით, რომელსაც ეს ვირუსი იწვევს...
- ზოგჯერ ჩვენი ორგანიზმი ვერ ზომავს იმუნური პასუხის სიძლიერეს, იმუნიტეტი ბრძოლის სიმძაფრეს ვერ აკონტროლებს. ამას ჰქვია სწორედ ციტოკინური შტორმი, რომელიც ერთ-ერთი მიზეზია მძიმე მიმდინარეობისა და დაღუპვის. ასეთი რამ არა მარტო დელტა შტამს, არამედ, საზოგადოდ, კორონავირუსს ახასიათებს.

- ხშირია ახლა ციტოკინური შტორმი?
- კორონას მიმდინარეობისას მძიმე შემთხვევების ერთ მესამედამდე სწორედ ამით არის გამოწვეული. დრო რომ გავა, კვლევების ზუსტი შედეგები გამოქვეყნდება, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ეს დელტა შტამსაც ახასიათებს და სხვა შტამებსაც. არაერთხელ მითქვამს - დელტა იმით გამოირჩევა, რომ ის გაცილებით სწრაფად ვრცელდება, სწრაფად გავრცელება კი ნიშნავს მეტი ადამიანის დაავადებას, შესაბამისად, მეტ გართულებას და, სამწუხაროდ, მეტის გარდაცვალებას.

- ერთხელ და ორჯერ აცრილების გარდაცვალების შემთხვევები თუ გვაქვს?
- სამწუხაროდ, არის ერთხელ აცრილების გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ ივლისამდე ორჯერ აცრილის გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. ახლა მიმდინარეობს ივლისში დადასტურებული ორი შემთხვევის შესწავლა. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, აცრიდან მერამდენე დღეს გახდა ადამიანი ავად, რადგან თუ დღეს აიცერი და ხვალ ავად გახდი, ეს არ ნიშნავს, რომ ორჯერ აცრილი დაინფიცირდი.

- როგორ ვიქცევით ცხელების შემთხვევაში­ და კიდევ რომელი სიმპტომებია საყურად­ღებო?
- გაცივების ნებისმიერი სიმპტომი საყურადღებოა. აუცილებლად უნდა წავიდეთ სამედიცინო დაწესებულებაში და ტესტი ჩავიტაროთ.

- მშობლები დაბნეული ვართ. აღარ ვიცით, გავიყვანოთ ბავშვები ქალაქიდან თუ არა...
- სოფელში, აგარაკზე ძალიან კარგია ბავშვის გაყვანა, ოღონდ ხალხმრავლობას უნდა მოვერიდოთ. ისე, თუ გვინდა ბავშვები დავიცვათ, არა მარტო მშობლები, ბებია-ბაბუები და მასწავლებლებიც უნდა აიცრან.

- პრემიერმა თქვა, ქვეყანა აღარ ჩაიკეტებაო, მაგრამ მაინც ხომ არ გახდება­ საჭირო?
- ყველაფერი დამოკიდებულია­ აცრებთან დაკავშირებით ხალხის აქტიურობაზე.

- პიკს როდის ველოდებით?
- აგვისტოს შუა რიცხვებიდან.

- უარეს და უკეთეს შემთხვევებში თქვენი­ მოლოდინი როგორია?
- უკეთეს შემთხვევაში ადამიანების ავადობა გაგრძელდება, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვექნება დაბალი. უარეს შემთხვევაში, თუ ადამიანების უმრავლესობა არ აიცრება, სამწუხაროდ, სიკვდილიანობაც მოიმატებს.

- თქვენი კოლეგები ერთი კვირის წინ ამბობდნენ, რომ თუ ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი 2 ათასს გადასცდება, შეიძლება ლოკდაუნზე დაიწყოს ლაპარაკი...
- ქვეყანა ვერ დაიკეტება, ჩვენ ლოკდაუნს ვეღარ გავუძლებთ. მთავარია, რაც გვაქვს, ის შეზღუდვები დავიცვათ.

- ბუსტერი რა შემთხვევაში გამოიყენება, იქნება თუ არა ეს აუცილებელი და რომელი ვაქცინით აცრილს რომელი ბუსტერი ეკუთვნის?
- ეგ კვლევები ახლა მიმდინარეობს. "ფაიზერის" ხელმძღვანელობამ კარგა ხნის წინ განაცხადა, შეიძლება ბუსტერის გაკეთება იყოს საჭიროო. მანამდე ჩინური ვაქ­ცინების მწარმოებლებმაც თქვეს, შესაძ­ლოა მესამე დოზა დაგვჭირდესო... დაველოდოთ კვლევების შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა ბევრი რამე ისწავლეს, ეს ვირუსი მაინც დიდ გამოცანად­ რჩება. ერთადერთი, რაც კარგად ვიცით, არის ის, რომ ვაქცინები, პირბადე და დისტან­ცია გვაძლევს საშუალებას, კორონავირუსის­ ყვე­ლა ნაირსახეობას წარმატებით ვებრძოლოთ.


  • "არის ერთხელ აცრილების გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ ივლისამდე ორჯერ აცრილის გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია"
  • "ყველა კვლევა მიუთითებს, რომ აცრილი ადამიანი გაცილებით ნაკლებად გადამდებია"
  • "უკვე გამოქვეყნდა კვლევები და არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი, ვაქცინაციას რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა მოეხდინოს, ეს არის მიზანმიმართული ტყუილი"
  • "რადგან ახალგაზრდების დაავადების წილი გაიზარდა, აგრესიული მიმდინარეობის შემთხვევებმაც იმატა"
  • "კორონას მიმდინარეობისას მძიმე შემთხვევების ერთი მესამედი ციტოკინური შტორმით არის გამოწვეული"
jb
27 ივლისი 2021 11:47
ლამბადა და ჯანდაბა თქვენა!!!!
mariami
27 ივლისი 2021 10:24
ამათ ხომ წინასწარ იციან ყველაფერი
27 ივლისი 2021 09:34
Თქვენს ხელში ჩავარდნას მტერსაც არ ვუსურვებ. მატყუარები ხართ თავს იდებილებთ.ვითომ არ იცით რას გამოიწვევს აცრები და რამდენი გარდაიცვალა უკვე. Ოგორც აღმოჩნდა ჩინეთში კოვიდისაწინააღმდეგო აცრისგან მილიონზე მეტი ადამიანია მკვდარი. Ბევრი აცრისთანავე მოკვდა ბევრი კი Აცრიდა 7-8 თვეში,ამერიკაშიც,ევროპაში,კანადაში,დანიაში ფაიზერით აცრილი უამრავი გარდაცვლილია.ისრაელმა მიუხედავად "წარმატებული" აცრებისა კვლავ ჩაკეტა ქვეყანა.ასტრაზენეკას ვახზერია დაარქვეს და ისე ცრიან.9000 ზე მეტია ვახზერიათი გარდაცვლილი.ოფიციალურად ამერიკამ 200000 გარდაცვლილუი აღიარა.რაღაც საშინელი დიდი უბედურებას უმზადებენ მთელ მსოფლიოს,ამაში ეჭვი არ მეპარება..აცრები პრელუდიაა მხოლიოდ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები