"52 წლის ნინო სა­ლუქ­ვა­ძე მე-9 ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­ნა­წი­ლე­ობს, რაც ქა­ლებს შო­რის ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გია" - რას წერს CNN-ი
"52 წლის ნინო სა­ლუქ­ვა­ძე მე-9 ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­ნა­წი­ლე­ობს, რაც ქა­ლებს შო­რის ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გია" - რას წერს CNN-ი
ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ნინო სა­ლუქ­ვა­ძის შე­სა­ხებ CNN-ი წერს და მის რე­კორ­დულ მიღ­წე­ვას უს­ვამს ხაზს. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ნინო სა­ლუქ­ვა­ძე მე-9 ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და მსგავ­სი შე­დე­გი, ქა­ლებს შო­რის, ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სოა. CNN-ი წერს, რომ ქარ­თვე­ლი მი­ზან­ში მსრო­ლე­ლი "ოლიმ­პი­ა­დის ის­ტო­რი­ას წერს."

"52 წლის ნინო სა­ლუქ­ვა­ძე მე-9 ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­ნა­წი­ლე­ობს, რაც ქა­ლებს შო­რის ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გია.

სა­ლუქ­ვა­ძის ოლიმ­პი­უ­რი დე­ბი­უ­ტი 1988 წელს სე­ულ­ში შედ­გა, რო­დე­საც ის საბ­ჭო­თა კავ­შირს წარ­მო­ად­გენ­და და მან მო­ი­გო ოქ­როს მე­და­ლი 25
მეტ­რის ნიშ­ნუ­ლი­დან სრო­ლა­ში, ხოლო 10-მეტ­რი­ა­ნი ნიშ­ნუ­ლი­დან სრო­ლა­ში ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

მას შემ­დეგ ის ყვე­ლა ოლი­პი­ურ თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 2008 წელს პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­აბ­ში კი სულ 86 მე­და­ლი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი", - წერს CNN-ი.

ცნო­ბის­თვის, ნინო სა­ლუქ­ვა­ძემ ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე 10-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე პის­ტო­ლე­ტით სრო­ლა­ში საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო
ეტაპ­ზე იას­პა­რე­ზა, თუმ­ცა მის­თვის ეს გა­მოს­ვლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში 31-ე ად­გილს დას­ჯერ­და.

სა­ლუქ­ვა­ძე 30 ივ­ლისს 25-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ი­დან სრო­ლა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები