შეიძლება თუ არა აცრა ორსულებისთვის და მეძუძური ქალებისთვის - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი - კვირის პალიტრა

შეიძლება თუ არა აცრა ორსულებისთვის და მეძუძური ქალებისთვის - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი

კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა - შეიძლება თუ არა მისი მიღება ორსულობის დროს, ან რეკომენდებულია თუ არა აცრა მეძუძური დედებისთვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი ვრცელ პოსტსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ვინაიდან კეთილისმსურველები პერიოდულად, ბოლო დღეებში კი განსაკუთრებით აქტიურად მახსენებენ ჩემს საქმეს მივხედო, აგერ ბატონო, გადავწყვიტე ორსულების კოვიდ საწინააღმდეგო აცრების საკითხს შევეხო, მითუმეტეს ბევრი კითხვა მომდის ამასთან დაკავშირებით და თანაც საფრანგეთში, ზუსტად წინა კვირაში, ბევრი ოფიციალური განცხადება გაკეთდა ორსულების აცრებზე.

ჯანდაცვის მარეგულირებელი ინსტანციების მიერ გამოცხადდა, რომ ორსულობის ვადას მნიშვნელობა აღარ აქვს, აცრა დაშვებულია ორსულობის პირველიდან ბოლო ტრიმესტრის ჩათვლით და მეძუძური დედებისათვისაც. აქამდე მხოლოდ მეორე და მესამე ტრიმესტრში იყო დაშვებული აცრა.ერთ ერთი მთავარი არგუმენტი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად გახდა საფრანგეთის პრეპარატების ტერატოგენული (ანუ ორსულობისას სიმახინჯის თუ დაავადების გამომწვევი ) ეფექტის შემსწავლელი ცენტრის დასკვნა ამ ვაქცინების შესახებ. https://lecrat.fr/spip.php?page=article&id_article=1123

დასკვნის ტექსტი უახლესია, ბოლო ვერსია 22 ივლისით თარიღდება. ეს ძალზე სერიოზული ორგანიზაციაა და მათი დასკვნები ყოველთვის გამყარებულია სანდო სამეცნიერო კვლევებით. ეს ტექსტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთ ერთი გავრცელებული შიში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების ნაყოფზე (ახალშობილზე) რაიმე უარყოფითი მოქმედების შიშია.

ამ დასკვნაში ჩამოთვლილია რა ვაქცინები გამოიყენება საფრანგეთში ყველაზე ფართოდ,

ესენია - რნმ ვაქცინები - COMIRNATY® (Pfizer&BioNTech) - SPIKEVAX® (Moderna) და ვექტორული ვირუსული ვაქცინა -VAXZEVRIA® (AstraZeneca Oxford). აღწერილია მათი შემადგენლობა. ამას დეტალურად არ მოვიყვან.

განსაკუთრებითაა აღნიშნული, რომ არც რნმ და არც ვექტორულ ვაქცინებს არ გააჩნია ორგანიზმში არც გამრავლების (რეპლიკაციის) და არც ინფიცირების (დაავადების გამოწვევის) უნარი, შესაბამისად არ არსებობს საშიშროება, დედის აცრის შედეგად ნაყოფის SARS Cov 2 ით დაავადებისა. შემდეგ შეჯამებულია დღევანდელი დღისათვის არსებული სამეცნიერო მონაცემები და მოცემულია რეკომენდაციები.

რნმ ვაქცინები

ექსპერიმენტული კვლევების შედეგების მიხედვით, რნმ ვაქცინებს არ გააჩნია არც ტერატოგენული არც ფეტოტოქსიური (ნაყოფზე ტოქსიური) მოქმედება. აშშ ში ნებადართულია ორსულების აცრა ამ ვაქცინებით ნებისმიერ ვადაზე. დღეისთვის გამოქვეყნებულია მონაცემები დაახლოებით 4000 აცრილი ორსულის შესახებ. ამათგან 25% აცრილია პირველ ტრიმესტრში, 50% მეორეში და 25% მესამეში. უკვე დაიბადა 700 ბავშვი, ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის გარეშე.

პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს აცრილ დედებს ჯერ არ უმშობიარიათ, ამიტომ მათ შესახებ ყველა მონაცემი არაა ჯერ ცნობილი. რაც შეეხება რნმ ვაქცინებით აცრილ დედებს: სულ აცრილია 30 000 ორსული ქალი. ვაქცინების ტოლერანტობა ისეთივეა, როგორც არაორსულ ქალებში. 100 მდე ორსულში შესწავლილია იმუნური პასუხი აცრის შემდგომ, რომელიც არ განსხვავდება არა ორსულებში იმუნური პასუხისგან.

ვექტორული ვირუსული ვაქცინა (ასტრა ზენეკა)

ტოქსიურობის კვლევა ცხოველებში გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, რაიმე უარყოფითი გავლენა ნაყოფზე მოსალოდნელი არაა. რაც შეეხება ორსულ ქალებს, მათ შესახებ კლინიკური კვლევების მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არაა. პრაქტიკული თვალსაზრისით: ორსულობის სურვილი: არანაირი მოცდა გამართლებული არაა ორსულობამდე რნმ, ან ვექტორული ვაქცინებით აცრის შემდეგ (ანუ აცრიდან მაშინვე შეიძლება დაორსულება). ორსულობის დადგენა პირველი დოზით აცრის შემდგომ: უნდა მოხდეს პაციენტის დამშვიდება და ახსნა განმარტების მიცემა ტერატოგენური და ფეტო ტოქსიური რისკების შესახებ. არაფერი არ უშლის ხელს მეორე დოზის გაკეთებას დაგეგმილი სქემის მიხედვით.

ორსული ქალის აცრა:

ორსულის აცრა შესაძლებელია და გამართლებულია, განსაკუთრებით რისკ ფაქტორების არსებობის დროს (დიაბეტი, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, სარისკო პროფესია). არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, პრინციპის თვალსაზრისით, უმჯობესია რნმ ვაქცინების გამოყენება. თუ შესაძლებელია, აცრის სქემა უნდა დაიწყოს ამენორეის მე-10 მე-20 კვირას შორის და რაც შეიძლება ადრე, რათა ორსული სრულად იქნეს დაცული მესამე ტრიმესტრში. (გაგრძელება)