"გამაბრუნეს საზღვრიდან უკან... გაბრაზებული ვარ..." - რატომ არ შემოუშვეს "ნოვაია გაზეტას" რუსი ჟურნალისტი საქართველოში - კვირის პალიტრა

"გამაბრუნეს საზღვრიდან უკან... გაბრაზებული ვარ..." - რატომ არ შემოუშვეს "ნოვაია გაზეტას" რუსი ჟურნალისტი საქართველოში

"არც კი ამიხსნეს რატომ, ისე გამაბრუნეს საქართველოს საზღვრიდან უკან... გაბრაზებული ვარ...", - წერს "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი, ილია აზარი სოციალური ქსელში. მისი თქმით, ის უცნობი მიზეზით არ შემოუშვეს საქართველოში. ჟურნალისტი შესაბამის დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია - "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს."

"ჯერ აზერბაიჯანში ჩამთვალეს პერსონა ნონ-გრანტად, მთიანი ყარაბაღიდან რეპორტაჟის გამო, მერე უკვე ასევე ყარაბაღზე მომზადებული სტატიის გამო, ახლახან, სომხეთის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების ნება არ მომცეს. დღეს კი, საქართველოში არ შემიშვეს, ახსნა-განმარტების გარეშე ჩამსვეს იძულებით იმავე თვითმფრინავში, რომლითაც ჩავფრინდი. ვზივარ აქ და ძალიან განვიცდი", - წერს რუსი ჟურნალისტი.

"მინდოდა თქვენი ხარკოვში დაპატიჟება და მერე ეს გამახსენდა...", - ასე ეხმიანება უკრაინელი ანდრეი კლიჩკო ჟურნალისტის პოსტს და იმ ფოტოს ახსენებს, სადაც რუს ჟურნალისტს ხელში უჭირავს, დიდი ალბათობით, აეროპორტში გადაღებული ფოტო უკრაინული დოკუმენტით - "ვიდომლენო."

რუს ჟურნალისტს კომენტარებში აუხსნეს, რომ საქართველოში მისი ვიზიტის "დაბლოკვის" მიზეზი შესაძლოა, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" დარღვევა ყოფილიყო, რომლის მიხედვითაცაც, აფხაზეთში შესვლა შესაძლებელია ზუგდიდის რაიონიდან, ხოლო ცხინვალში – გორის რაიონიდან. სხვა ადგილიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა არის საქართველოს კანონის დარღვევა.

"როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, საქართველოში იმიტომ არ შეგიშვეს, რომ 2020 წელს, თბილისთან შეუთანხმებლად იმყოფებოდი აფხაზეთში. რა საინტერესოა, აბა რას ელოდნენ?.. იქამდე არაერთხელ ვიყავი ოსეთსა და აფხაზეთში. ყოველთვის სამსახურებრივი მოვალეობით, დამოუკიდებლად. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტებს ყველანაირი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას", - წერს აზარის პოსტის კომენტარებში მისი მეგობარი, ნიკოლაი ლევშიცი. (გაგრძელება)