"აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო "ლონდონის " შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი და გადაღებილი ფენის ქვეშ!"
"აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო "ლონდონის " შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი და გადაღებილი ფენის ქვეშ!"
"აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო "ლონდონის " შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი და გადაღებილი ფენის ქვეშ! ქართული თემატიკა თბილისური სადარბაზოების კედლის მხატვრობაზე ძალიან მცირეა. ეს არის ნამდვილი აღმოჩენა!" – წერდა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პროფესორი, კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი.

რესტავრატორების ჯგუფის აღმოჩენილი მოხატულობის შესახებ ელისაშვილი www.allnews.ge-ს ესაუბრა.

- სასტუმრო "ლონდონი" თბილისისთვის ერთ-ერთი საინტერესო შენობაა და როგორც სასტუმრო, 1875 წელს გაიხსნა. ეკუთვნოდა ზუბალაშვილების სხვადასხვა თაობას - ალექსანდრეს, მის
ძმას, კონსტანტინეს, მერე მის შვილსაც, პეტრეს. თავად შენობას რაც შეეხება, იყო ძალიან ცნობილი არქიტექტორი - ოტო სიმონსონი, რომელმაც შეადგინა პროექტი და ამ პროექტის მიხედვით განხორციელდა მშენებლობა.

იმდროინდელ პრესას თუ გადავავლებთ თვალს, "ლონდონზე" წერენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა ევროპის იმ პერიოდის
სასტუმროებს. ფასიც შესაბამისი იყო და სხვათა შორის, ყველა მოგზაური, რომელიც "ლონდონში" გაჩერებულა, თავის მოგონებებში ამ სასტუმროზე საუბრობს და აღწერს მას. ცნობილია, რომ იქ დადიოდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც სასტუმრო "ლონდონში" ბანქოსაც თამაშობდა.

რაც შეეხება მოხატულობას, რამდენიმე ფენას ვხვდებით - ჩვენ "ლონდონის" რა კედლის მხატვრობაც გვახსოვს, ეს მეორე ეტაპია, რადგან მის ქვეშ არის მხატვრობის პირველი დონე, რომელზეც ცოტა უფრო მოგვიანებით გადახატეს ის, რასაც ახლა რესტავრაცია უკეთდება.

კარგი გადაწყვეტილებაა ის, რომ ამ ორი დონის ვიზუალური დამადასტურებელი აღქმა მოხდება რესტავრაციის შემდეგ - როდესაც მნახველი შევა იმ სადარბაზოში, ნახავს როგორც რესტავრირებულ ძირითად ფენას, ასევე პირველად ფენას. ეს ფენები დარჩენილი იქნება პატარა ზონდაჟების, ოთხკუთხედების ფორმით, რომელიც გვეუბნება, რომ ამ ფენების უკან კიდევ არის ფენები.

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ "ლონდონში" მხატვრობის სამი ფენაა, ხოლო რაც რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, ამის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ გვქონდა. ესაა პირველი შესასვლელი, სანამ უშუალო სადარბაზოში შევალთ, სადაც უკვე ქართული ტიპის პეიზაჟებია. თბილისის კედლის მხატვრობისთვის ასეთი, ქართული თემატიკის პეიზაჟები ნაკლებადაა შემორჩენილი, ყოველ შემთხვევაში, იმ სადარბაზოებში, რომელშიც მხატვრობა უკვე გახსნილია.

დედაქალაქში ძეგლის სტატუსის მქონე 1768 შენობაა, ყველა ეს შენობა თავის დროზე მოხატული იყო და შეიძლება, ეს სურათი შეიცვალოს, მაგრამ ახლა 50-მდე შენობა არსებობს, სადაც მხატვრობა უკვე გახსნილია და მათში ქართული თემატიკა ნაკლებია.

ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ არის "ლონდონის" მხატვარი, რადგან არც წარწერა გამოჩენილა და შეიძლება, ეს წარწერა საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მაღალი კლასის ოსტატის მიერაა გაკეთებული. ჩვენ გვაქვს სადარბაზოები, სადაც კედლის მხატვრობა არის, მაგრამ მაღალი პროფესიული ხელი შეიძლება არ ემჩნეოდეს. ამ შემთხვევაში ეს ძალიან მაღალი კლასის მხატვრობაა და ჯერჯერობით ვარაუდია (თუმცა მგონია, რომ ეს შეიძლება, დანამდვილებითაც ითქვას), რომ ის ეკლესია, რომელიც ერთ-ერთ მხატვრობაზე ჩანს, მცხეთის სამთავროს ტაძარი უნდა იყოს. გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები