„ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით 2 პირი დაჯარიმდა
„ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით 2 პირი დაჯარიმდა
თბილისში "ნაციონალური მოძრაობის", აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია 2 პირი, თითოეულ მათგანს 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები, დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მასშტაბით გუშინ პლაკატები გამოჩნდა წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას". ბანერებზე გამოსახულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი
თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები